Post Image
view on facebookიხილე პოსტი

ზურაბ მენთეშაშვილი გუშინ, რუსთაველზე, გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო. ის აქციის პირველი მონაწილეა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პროტესტის გზის გადაკეტვის ფორმით გამოხატვის გამო, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა, შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას იწვევს. ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.

ბოლო ამბები

„პროპაგანდა და კორუფცია"- საპროტესტო მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობიდან...

“მაშინ, როცა უხელფასოდ, საკვების გარეშე დატოვებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ამ...

შაბათს, 1 ნოემბერს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან საპროტესტო...