
“მაშინ, როცა უხელფასოდ, საკვების გარეშე დატოვებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ამ ყველაფერს თან დაურთეს მათი უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლება და ამ ყველაფერს ემატება ქვეყანაში გამეფებული პრობლემა ბ ა ნ კ ი ს ვალი და ფიქრები, რომ მალე უბრალოდ ქუჩაში დარჩენა მოუწევდათ. სწორედ ამ დროს მოგვეცა იმ რაღაც მინიმუმის კეთების შესაძლებლობა, რა დროსაც პირველად დავინახე იმედის ნაპერწკალი მათ თვალებში. ეს იმდენად დიდი ბედნიერება იყო, დღემდე რაღაც კადრებად მომყვება, თითქოს გუშინ მოხდა და ამ ნაპერწკალს მალე დიდ ცეცხლად ვაქცევთ. ცეცხლი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მყოფ ხალხს დაანახებს იმ რეალობას, რომ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ერთობის ხელი უნდა გავუწოდოთ.“ გიზიარებთ ჭიათურელი პატიმრის, თენგო გველესიანის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს, რომელიც გამოქვეყნდება მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” გაზეთის ნოემბრის ნომერში: https://www.mautskebeli.ge/free-column/3855
ბოლო ამბები