თავისუფალი სვეტი

„მაუწყებელი“ მიზნად ისახავს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკური დღის წესრიგის მიერ უგულებელყოფილი საკითხების წინ წამოწევას და გთავაზობთ ანალიტიკურ სტატიებს.

free-column-cover

ლაშა მიდასი, ანუ რას იტყოდა პატიოსანი მეწარმე

ავტორი: დავით გალაშვილი

ლაშა პაპაშვილმა არისტოტელეს „პოლიტიკის“ კითხვა მოითავა და დაამთქნარა. განსაკუთრებით ისეთ ადგილებს ინიშნავდა, რომლებიც მოახლოებული ინტერვიუსთვის გამოადგებოდა. ჩვევად აქვს, ყველა ხმაურიანი განცხადების წინ დიდ თეორეტიკოსს დაეყრდნოს. წიგნში მონების ამბავზე დიდხანს შეჩერდა. შემდეგ ტელეფონი აიღო და HandsOnly Ltd.-ში დარეკა. ას მონას ითხოვდა ინდოეთიდან. კომპანიის წარმომადგენელს ეუბნებოდა, მონები ისე შეფუთეთ, გადამზიდავმა მოცულობითი წონა არ გადამხდევინოსო. არ უყვარდა ჰაერში ფულის ყრა. ინტერვიუს დრო რომ დადგა, ნეტარი სახე მიიღო და ასე თქვა: „საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდაო“.

ამ ინტერვიუს ვკითხულობ და ვერ ვიგებ, ვის დავუჯერო: ბურჟუაზიული იდეოლოგიის საყვარელ მეცნიერებას თუ ნეოარისტოტელიანელ პაპაშვილს. სტატისტიკა ამბობს, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13.8% იყო, სოფლად კი ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ნეოარისტოტელიანელი პაპაშვილი ამბობს, რომ სოფელში მუშები არ გვყოფნის. სტატისტიკა დასძენს, რომ სოფლის მეურნეობა ყველაზე დაბალანაზღაურებად დარგებს შორისაა. პაპაშვილს კი თვალი ინდოეთისკენ გაურბის.

ორივე მართალია, ოღონდ თავისებურად. სტატისტიკის ენაზე „უმუშევარი“ ისაა, ვისაც სამუშაო არა აქვს. პაპაშვილს კიდე დაუჟინებია, „უმუშევრებს“ განა სამუშაო არ აქვთ, უბრალოდ, ხელფასის მოთხოვნის ცუდი ზნე დასჩემდათო.

მოკლედ, ვიფიქრე, ინტერვიუერმა პაპაშვილის ნალაპარაკები ალბათ მაგრად დაამახინჯა. რამდენიმე წლის წინ არისტოტელეს თანამედროვე კომენტატორებით დავინტერესდი და იქ ვინმე პაპაშვილი ვნახე, რომელიც ამბობდა: „ვთვლი, რომ არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწაო“. ხოდა, ვეღარ გავიგე: ან ეს სხვა პაპაშვილია და არა ის, ვისაც ინდოეთიდან მონების ჩამოყვანა სურს, ან ინტერვიუერს ნაღდად რაღაც ეშლება-მეთქი.

გადავწყვიტე, თვითონ წავსულიყავი და სიმართლე გამერკვია. დიდ პატივს ვცემ ქართველ ფილოსოფოსებს, და პაპაშვილიც არ იყო გამონაკლისი: ნეოარისტოტელიანელი, ჩვენი მიწის მოდარაჯე. ისიც გავიგე, რომ „მართლმადიდებლობის მუზეუმის“ აშენება გადაუწყვიტავს. ამიტომ ბოდბეში წავედი. მუზეუმი არ დამხვდა, ანუ დამხვდა, ოღონდ ისეთი, როგორიც ქართული ფილოსოფიის უმეტესი პროექტებია: დაწყებული და მიტოვებული.

პაპაშვილი იქ არ იყო. სამაგიეროდ, ახალი რამ გავიგე: ჩვენს ნეოარისტოტელიანელს ფერმაც ჰქონია. არ ეყო ქართული მიწის დარაჯობა და მართლმადიდებლობის მუზეუმის შენება, თურმე რძესა და ყველსაც არ გვაკლებს. ასეთი კაცია: ერის სულზეც ზრუნავს და კუჭზეც.

ასე რომ, ყვარლის ბაგისკენ ავიღე გეზი. ადგილობრივები მიამბობდნენ, იქ მეფე მიდასის ხელობას მისდევენ, ოღონდ ცოტა უცნაურსო: მიდასი, რასაც შეეხებოდა, ოქროდ აქცევდა, ყვარელში კი პაპაშვილი მძღნერს აქცევს ოქროდო.

გუნებაში ავწონ-დავწონე: აბა, რანაირად შეიძლება კაცი მძღნერს ოქროდ აქცევდეს და მაინც რაიმის დეფიციტზე ლაპარაკობდეს? ბოლოს და ბოლოს, ინდოელი მუშა რად უნდა, მთელ ინდოეთს იყიდის-მეთქი. ამასობაში პაპაშვილსაც მოვკარი თვალი. მძიმედ მოაბოტებდა: იმ დღეს ასი ტონა ოქრო მოეგროვებინა და საკმაოდ დაღლილიყო. ინტერვიუ ვთხოვე, მაგრამ ხელი ჩაიქნია და ჩაიარა. მეწყინა, მაგრამ არ დავნებდი. გადავწყვიტე, ფრანგი ფილოსოფოსის, ალთიუსერის, მსგავსად ერთ პატიოსან მეწარმეს მეც წარმოვისახავ და იმასთან ჩავწერ ინტერვიუს-მეთქი.

ჩემი წარმოსახვითი მეწარმე ფერმის ჭიშკართან დამიხვდა. სამუშაო ხალათი ეცვა.

— ინდოეთიდან მართლა აპირებთ მონების ჩამოყვანას? — ვკითხე მორიდებით.

თავი გააქნია და ერთხანს ხმას არ იღებდა. მეც შვებით ამოვისუნთქე, თვალს ვუკრავდი.

მაგრამ, თითქოს, რაღაც გაახსენდაო, ხმას აუწია: იმპროტული რძე იაფია. მუშას ხელფასს თუ მივცემ, დავეცემი, ჩემთან ერთად ქართული რძე, ქართული სუფრა და, ბოლოს და ბოლოს, ქართველი ერიც გაქრებაო. ამიტომ ერთი პარტია მონები მართლაც შეუკვეთია, პატრიოტული გრძნობით.

ცოტა დავიბენი, თუმცა მაშინვე მომაყარა: ქართველი ბუნებით ზარმაცია და საჭმელ-სასმელს ბევრს ითხოვსო. თურმე ამ სენის განსაკურნებლად მის მეგობარ ხუცესს არისტოტელეს კითხვა ურჩევია. უთქვამს, მანდ ნახავ რეცეპტს, რითაც ჩვენებურ გლეხსაც შეაფუცხუნებ და თან ისეთ რამეს იშოვი, რომ სულ მუქთად იმუშავებს და ხმასაც არ ამოიღებსო.

ხუცესს ვინმე მალთუსის წიგნებიც მიუცია ჩვენი მეწარმისთვის. ისიც ისე დააცხრა მალთუსს, როგორც მანამდე არისტოტელეს. მალთუსიდან ერთი ჭკვიანური ადგილი ამოიკითხა: თითქოს ხალხი საკვებზე სწრაფად მრავლდება. აქედან დასკვნაც თავისით გამოდიოდა: ღარიბს ხელფასი თუ მიეცი, გაძღება, გამრავლდება, მისი შვილები კი ისევ შიმშილს წააწყდებიან და ბოლოს ყველა ერთიანად ამოწყდება. ღარიბს, მალთუსის თქმით, თავშეკავება სჭირდება. მეწარმემ, თავის მხრივ, რჩევა გააფართოვა: თავშეკავება ჭამაშიც, სმაშიც და, რა თქმა უნდა, ხელფასის მოთხოვნაშიც.

თუმცა ჩვენი მეწარმე მალთუსზე ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა. თუ ინგლისელი ჰუმანისტი ზედმეტი ხალხის წამლად ომს, შიმშილსა და ეპიდემიას თვლიდა, მეწარმემ ამ სიას ემიგრაციაც დაუმატა. ეს უფრო ჰუმანურიც იყო და უფრო მომგებიანიც: ხალხი თავისით მიდის, თანაც საკუთარი ფულით, მის ადგილას კი მონები უკვე შეკვეთილი ჰყავს. ომი ძვირია, ეპიდემია ხმაურიანი, შიმშილი კი ტელევიზიით ცუდად გამოიყურება. ემიგრაცია მშვიდია და, რაც მთავარია, შემოსავლიანი.

ინტერვიუ ამით დასრულდა და ახლა ჩემს თავზე მომივიდა გული. ვიფიქრე, მეც სხვა ინტერვიუერებს დავემსგავსე, კარგსა და ცუდს ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევ-მეთქი. შეუძლებელია, ეს ჩემი წარმოსახვითი მეწარმე პაპაშვილი იყოს. ჩემი მეწარმეც გვარიანი ფილოსოფოსი გამოდგა, მაგრამ პაპაშვილი მხოლოდ მიწიერი სიბრძნით არ კმაყოფილდება: იმქვეყნადაც იმზადებს ადგილს და სულზეც ფიქრობს.

როგორც იქნა, წარმოსახვიდან გამოვერკვიე და ყვარლის ბაგის ჭიშკართან ისევ ჩემს ნეოარისტოტელიანელს წავაწყდი. ოქროს ახალ პარტიას ალაგებდა. ოქროს რატომღაც ოხშივარი ასდიოდა, სუნიც ოქროსი არ ჰქონდა. ვიფიქრე, ეს კაცი ფილოსოფოსიც ყოფილა, პატრიოტიც და ჯადოქარიც-მეთქი. ჩემ თვალწინ ოქრო ახალ ქიმიურ თვისებას იძენდა. კაცს, რომელსაც საგნის არსის გამოცვლა შეუძლია, რა ხელი აქვს მონებთან?

ამ ფიქრებში გართული პაპაშვილს კიდევ უფრო მივუახლოვდი და ის დამემართა, რასაც ფილოსოფიის ისტორია კოპერნიკსა და კანტს მიაწერს: დოგმატური თვლემიდან გამოვფხიზლდი. ოქრო არ იყო. მძღნერი იყო. ჩვეულებრივი, თბილი მძღნერი, რომელსაც პაპაშვილი მთელ ქვეყანას ოქროდ ასაღებდა.

ყვარლიდან პირში მძღნერგამოვლებული წამოვედი. ერთი რამ მაინც მამხნევებდა: მუშახელი შეიძლება გვაკლდეს, მაგრამ, პაპაშვილის ქვეყანაში, მძღნერი იმდენია, იმპორტი არასოდეს დაგვჭირდება.

free-column-cover

მე ვარ, რადგან ჩვენ ვართ

ავტორი: ქრისტინე ჭელიძე

სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე

დღეს დილით, ჯერ კიდევ ნახევრად გამოღვიძებულს, სოციალურ ქსელში  ღონისძიებაზე მოწვევა მომივიდა, სადაც ემიგრაციაში წასვლის შესახებ რჩევებს გასცემენ. ცხადია, ახალგაღვიძებულზე სოციალური ქსელების შემოწმება ცუდი ჩვევაა, რადგან, ზოგჯერ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეტყობინებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დღის განწყობა განგისაზღვროს – უსუსურობისა და ფრუსტრაციის განცდა გაგიმძაფროს. თუმცა, შეიძლება 9-წლიანი ემიგრაციის გამოცდილების გამოცაა, რომ ეს თემა ჩემთვის ზედმეტად მგრძნობიარეა. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერმა ერთ რაღაცასაც მიმახვედრა – რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ერთად ყოფნაზე ფიქრი და საუბარი; იმის  ანალიზი, კრიტიკა, შეფასება და წარმოსახვა, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ ნგრევის ფონზე ის ადამიანები, ვისაც ქვეყნიდან წასვლა არ გვინდა, არ შეგვიძლია და საერთოდ არ განვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარულ გარემოში, ემიგრაციის პერსპექტივა მუდმივად სადღაც ახლოს ტრიალებს. ალბათ, სწორედ აქ ჩნდება უფრო ფართო აღქმისა და კითხვების დასმის საჭიროება, რომელიც მხოლოდ პირადი განცდა კი არა, ჩვენი საერთო გამოცდილებაა.

ხანდახან, ყველაზე რთული კითხვა შეიძლება არც ის იყოს, თუ როგორ ვიცხოვროთ, არამედ – ვისთან ერთად შეგვიძლია ცხოვრება. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან კომფორტული თანაარსებობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ადამიანის სოციალური არსებიდან გამომდინარე – არასაკმარისი. ამიტომ, მარტოობა ხშირად თავისუფლებაზე მეტად მძიმე ტვირთად იქცევა ხოლმე.  ჩვენ მაშინაც კი ერთმანეთს ვეძებთ, როცა ერთმანეთით ვიღლებით; მივისწრაფვით სოციალური ერთობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება დაგვაზიანოს.  ამგვარი პარადოქსული ბუნების სახელდება არაა მარტივი, მაგრამ დაკვირვებამ შეიძლება მოგვცეს პასუხები. იქნებ არა ამომწურავი და არც მტკიცებითი, მაგრამ მსჯელობისა და ახალი პერსპექტივის გასახსნელად მნიშვნელოვანი.  მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისკენ მივილტვით, თან გვდევს ერთგვარი შიში, რომ ერთად ყოფნა შეიძლება სულაც არ იყოს უსაფრთხო.

უბუნტუ

ფილოსოფიაში იშვიათად გვხვდება იდეები, რომლებიც ერთდროულად ჰგავს ნუგეშსაც და გაფრთხილებასაც. აფრიკული კონცეფცია „უბუნტუ“, ხშირად წარმოდგენილი ფორმულით, როგორც „მე ვარ, რადგან ჩვენ ვართ“, შეიძლება სწორედ ასეთი გამონაკლისი იყოს. ნგუნის ენებში გავრცელებული გამოთქმა umuntu gnumuntu ngabantu – „ადამიანი ადამიანია სხვა ადამიანების მეშვეობით“ – გვთავაზობს ადამიანის რელაციურ ხედვას, სადაც სუბიექტი არ არის თვითკმარი, არამედ ყალიბდება ურთიერთობებში – ზრუნვის, ურთიერთაღიარების, დამოკიდებულებებისა და კონფლიქტების ქსელში. ამიტომ უბუნტუს ფილოსოფიაში „ჩვენ“ შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს ჰარმონიულ სივრცეს.

აფრიკელი ფილოსოფოსი მოგობე რამოსე უბუნტუს აღწერს, როგორც მდგომარეობას, სადაც „ყოფნა უკვე ყოველთვის არის თანაყოფნა“ (being with). ეს ფორმულირება თითქოს ტრივიალურია, მაგრამ მის უკან საკმაოდ რადიკალური იდეა შეიძლება იდგეს, რომ ადამიანი ვერ იარსებებს იზოლაციაში და რომ ღირსება არ არის მხოლოდ ინდივიდის საკუთრება; ის ჩნდება მაშინ, როდესაც ვიღაც გვხედავს, გვისმენს და გვპასუხობს (Ramose, 1999). ამ გაგებით უბუნტუ არც ინდივიდუალიზმის უარყოფაა და არც კოლექტიურობის იდეალიზება. ის უფრო ჰგავს მცდელობას, დავაფიქსიროთ ის საზღვარი, რომელიც „მე“-სა და „ჩვენს“-ს შორის შეიძლება გავავლოთ ან პირიქით, უკვე გავავლეთ და ახლა მისი ახლიდან გააზრება და ხელახლა პოვნა გვჭირდება.

შეიძლება, სწორედ ამიტომ იძენს უბუნტუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისეთ საზოგადოებებში თუ სივრცეებში, სადაც ცხოვრება მუდმივი დაუცველობის ფონზე მიდის – კოლონიური მემკვიდრეობის, ეკონომიკური სიმწირისა და სტრუქტურული უთანასწორობის პირობებში. ასეთ სივრცეებში ურთიერთდახმარება მხოლოდ ეთიკური ჟესტი აღარ არის; ის გადარჩენის პრაქტიკა ხდება. სწორედ ამ პერსპექტივიდან დანახული უბუნტუ აღარ ჰგავს მშვიდ ჰარმონიას, არამედ ყოველდღიურ მცდელობას, შეიქმნას თუნდაც დროებითი უსაფრთხოების ქსელი იქ, სადაც სტაბილურობა არასდროსაა გარანტირებული. თანაცხოვრების ამგვარი ლოგიკა არც ქართული საზოგადოებისთვისაა უცხო ან ძალიან შორეული. ჩვენი კოლექტიური მეხსიერება ჯერ ისევ მკაფიოდ ინახავს ე.წ. „90-იანების ყოფას“ და ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებელი საქართველოს დაბადება, გარდა ერთმანეთთან ომისა, ერთმანეთის გადარჩენის ისტორიაცაა – ერთი „კერასინკის“ ირგვლივ შემომსხდარი სამეზობლოს, გაზიარებული საკვების თუ ემოციური მხარდაჭერის სახით, რამაც, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვნად განსაზღვრა როგორც ჩვენი სოციალური, ისე კულტურული ცნობიერება.

სამხრეთ აფრიკელი თეოლოგი დესმონდ ტუტუ უბუნტუს აღწერს, როგორც მდგომარეობას, სადაც „ადამიანი არის ის, ვინც ღია და ხელმისაწვდომია სხვებისთვის, რადგან იცის, რომ თვითონაც სხვების მეშვეობით არის ჩამოყალიბებული“ (Battle, 1997). ამ ინტერპრეტაციაში უბუნტუ არ ჰგავს გმირულ თვითკმარობას, ის უფრო ჰგავს ჩუმ აღიარებას, რომ ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ადამიანობის საწყისი მდგომარეობაც კი იყოს. სწორედ აქ იწყება მისი ერთგვარი შიდა „დაძაბულობაც“. თუ უბუნტუ ერთდროულად არის გადარჩენის ფილოსოფია და ურთიერთზრუნვის ეთიკა, მაშინ მისი რომანტიზება, როგორც ბუნებრივად ჰარმონიული, კონფლიქტისგან თავისუფალი კოლექტიურობის იდეალის, შესაძლოა თავად ამ კონცეფციის გამოფიტვის მიზეზად იქცეს. უბუნტუ არ გვპირდება თანასწორობას. არ გვაძლევს გარანტიას, რომ ყველა ურთიერთობა სამართლიანი ან არაძალადობრივი იქნება. პირიქით, მისი კრიტიკულად წაკითხვა ნიშნავს ვიკითხოთ, რა ტიპის ურთიერთობები ქმნის „ადამიანობას“ და რა ტიპის ურთიერთობები შეიძლება ზღუდავდეს მას.

ამ თვალსაზრისით, უბუნტუ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღია კითხვა და არა დახურული პასუხი – როგორ შეიძლება კოლექტიურობა იყოს ზრუნვაზე დაფუძნებული და არა კონფორმიზმზე? როგორ შეიძლება „ჩვენ“ ნიშნავდეს ურთიერთაღიარებას და არა განსხვავების ჩახშობას ან იერარქიულ ექსპლუატაციას? როგორ ავიცილოთ თავიდან, რომ ურთიერთდამოკიდებულების ეთიკა და სოციუმთან თანაცხოვრება არ გადაიქცეს მუდმივი თვითდათმობისა და თვითგაჩუმების მორალურ ვალდებულებად?

ალბათ ხაზგასასმელია, რომ დღევანდელ უკიდურესად რთულ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, როგორშიც ქართული საზოგადოება აღმოჩნდა, ურთიერთდამოკიდებულების კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისში ცხოვრება თითქოს უკვე დასწავლილი გვაქვს, თანამედროვე ოლიგარქიულ-ავტორიტარული სისტემები ადამიანებს ხშირად ისეთი დაუცველობის წინაშე აყენებს, რომ მობილიზება და გაერთიანება აუცილებლობა ხდება. ეს აუცილებლობა ეხება როგორც ფიზიკურ და ფსიქიკურ გადარჩენას, ასევე პოლიტიკური აზრისა და ქმედების ფორმირებას. კოლექტიური ყოფა აქ აღარ არის მხოლოდ იდეოლოგიური პოზიცია, არამედ პრაქტიკა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს გაუძლონ დაუცველობას, შიშსა და ქრონიკულ არასტაბილურობას. ასეთ კონტექსტში, უბუნტუს მსგავსი ფილოსოფიური ენაც შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ერთგვარი სოციალური წარმოსახვის რესურსი – იდეა, რომ ადამიანი მარტო არ არის. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გაერთიანებისკენ სწრაფვა ყოველთვის ავტომატურ გაძლიერებას არ ნიშნავს. კოლექტივები, დიდი თუ პატარა, იქმნება კონკრეტულ პირობებში, კონკრეტული ძალაუფლებრივი ურთიერთობების შიგნით და მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვა სახის წნეხი, დაუწერელი ვალდებულებები, გამორიცხვის მექანიზმები და ა.შ.

ულმობელი ოპტიმიზმი

ლორენ ბერლანტის „ულმობელი ოპტიმიზმის“ კონცეფცია საშუალებას გვაძლევს კოლექტიურ გაერთიანებებს კრიტიკულად შევხედოთ: ბერლანტი აღწერს მდგომარეობას, როდესაც ადამიანები იდეების გარშემო ისეთ საქმიანობებში ერთვებიან, რომლებიც მათ უკეთესი ცხოვრების, თვითრეალიზების, აღიარებისა და დაფასების დაპირებას შეიძლება აძლევდეს, მაგრამ ეს პროექტები ხშირად ვერ ამართლებს მოლოდინებს და თავადვე ხდება გამოფიტვისა და ტკივილის წყარო (Berlant, 2011). პარადოქსი. კოლექტიური გაერთიანებები, განსაკუთრებით წინააღმდეგობის კონტექსტში, შეიძლება სწორედ ასეთი ორმაგი ფენომენი იყოს – ერთდროულად – იმედისა და იმედგაცრუების რისკის მატარებელი სივრცე.  დღევანდელ კრიზისულ რეალობაში, როდესაც მომავალი ბუნდოვანი და არასახარბიელოა,  გადარჩენის, ისევე როგორც ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობად, ხშირად, შეიძლება ერთმანეთი გვესახებოდეს. ამიტომ, ერთად ყოფნის კულტურასა და იმ გამოწვევებზე საუბარი, რომლებსაც საერთო სივრცეები წარმოშობს, განსაკუთრებით რელევანტური ხდება, რადგან ასეთ დროს აუცილებლად გვიჩნდება კითხვა – უფრო მარტივი ხომ არ არის ინდივიდუალური გადარჩენა, ვიდრე სხვებთან ერთად? ან იქნებ, მარტო გადარჩენაც ისეთივე მყიფე და ილუზორულია, როგორც კოლექტიური თანაცხოვრება? ყოველ შემთხვევაში, ეს ის კითხვებია, რომლებიც მე თავად გამიჩნდა რაღაც ეტაპზე და ეს ესსეც, გარკვეულწილად, თვითრეფლექსიის მცდელობაა – იმ გამოცდილებების, ფიქრებისა და შინაგანი დაძაბულობების გადახედვა, რომელიც სხვადასხვა ტიპის კოლექტივებთან ურთიერთობისას გამოვიარე 2023-2025 წლებში და შეიძლება, ემოციურად, დღემდეც თან დამყვება. ამგვარი თვითრეფლექსია მარტივი არ არის, თუმცა  ცდილობს ამ დროისათვის დაგროვებული გამოცდილებების გადმოცემას – შეიძლება ხშირად ფრაგმენტულს და ზოგ შემთხვევაში მწირსაც, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ღირებულს. ამიტომ, თუ მაინც ვამბობთ, რომ კოლექტიურობის იდეა დღეს საჭირო და ხშირად გარდაუვალია, მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ ის არა რომანტიზებული ენით, არამედ სიფრთხილითა და თვითკრიტიკით, რომ ადამიანი სწორედ იქ არ დაზიანდეს, სადაც გადარჩენასა და მხარდაჭერას ელის.

სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე

free-column-cover

შრომა სარეკლამო ინდუსტრიაში – გზამკვლევი მსახიობებისთვის

ავტორი: გიგა ბექაური

I – ზოგადი მიმოხილვა

სახელოვნებო სფეროში დასაქმება მნიშვნელოვან მსხვერპლს მოითხოვს – უფლებების, შემოსავლის, სტაბილურობისა და ფსიქიკური სიმშვიდის მსხვერპლს. სრულ უმრავლესობას, ვისაც კულტურის სფეროში უწევს მუშაობა, “დიადი იდეების გამო” არაერთხელ უთქვამს უარი ზემოჩამოთვლილ საჭიროებებზე. ცხადია, უუფლებობა და არასტაბილურობა პირადი არჩევანი ვერ იქნება; შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში კაბალური პირობები ნორმაა, რომლის მიღებაც “არტისტად” ნათლობის განუყოფელი რიტუალია.

დღესდღეობით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად ორმაგად დამძიმდა  თეატრისა და კინოს სფეროში დასაქმებული მსახიობების მდგომარეობა. ძალიან ბევრ ადამიანს შეეზღუდა რესურსებზე წვდომა, ისევე როგორც,  გამოხატვის თავისუფლება. „რეპრესირებულ” დროში სახელმწიფო რესურსისგან გამოთიშული პროფესიონალების დიდი ნაწილი კერძო სექტორის იმედად დარჩა, რაც ძირითადად გულისხმობს სერიალების, რეკლამების და იშვიათად, კინოგადაღებების პროცესში მონაწილეობას.

ამ ჩამოთვლილთაგან, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სარეკლამო სააგენტოების შრომის ეთიკა და სტანდარტი. ზოგადი დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ კერძო სექტორი კულტურის ინდუსტრიაში ისეთივე ლოგიკით მუშაობს, როგორც სხვა ნებისმიერი დამსაქმებელი ინდუსტრიულ, მომსახურების თუ მოპოვებით სფეროში. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჭიათურელ მაღაროელს „ჯორჯიან მანგანეზი“ უწევს ექსპლუატაციას, ან კრუპიეს „ევოლუშენ გეიმინგი“,  ჩვენს შემთხვევაში არტისტს „ჭამენ“ სარეკლამო კომპანიები, კრეატიული პროდაქშენები და სააგენტოები.

“გილდიის” კვლევის მიხედვით, სახელოვნებო და მომიჯნავე  სექტორში დასაქმებულთა 50% თავიანთ სფეროში არსებულ ძირითად პრობლემად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს, 29% ზეგანაკვეთურ შრომას და სამუშაო დროის  განაწილებას მიიჩნევს. ამავდროულად, დასაქმებულები მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ არასტაბილურ ანაზღაურებას.

იქ სადაც სახელმწიფო ცენზურა ვერ სწვდება, პირდაპირი მოქმედებით მუშაობას იწყებს კაპიტალის ინტერესები და საქმეში ერთვება კორპორაციული ცენზურისა და თვითცენზურის სხვადასხვა მექანიზმები. ასე მაგალითად, სულ ახლახან ვიხილეთ, როგორ მოხსნეს სერიალ „ბოლო სეზონის“ მსახიობები როლებიდან, მათივე განცხადებით, „კრისტალბეთთან“ დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული კომენტარის გამო. ეს შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები მაშინვე დავიწყებას მიეცემა, როგორც კი სპონსორის ინტერესი იჩენს თავს.

არც შრომის კოდექსით გარანტირებული უფლებებია კარგ მდგომარეობაში. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთ ძირითად პრობლემას თვეებით დაგვიანებული ჰონორარები წარმოადგენს. ამ პრობლემის მოგვარებას მსახიობები პირადი კომუნიკაციის საშუალებით ცდილობენ, თუმცა ხშირად სააგენტოებისგან არაკეთილსინდისიერ ქმედებებს აწყდებიან (გილდია, 2023).

“ათობით მსახიობი მახსენდება, ჩემს ჩათვლით, რომლებიც რეკლამის გადაღების დროს მოუტყუებიათ და კუთვნილი ხელფასის 5%-იც არ გადაუხდიათ. ხშირად ამასთან ბრძოლაც არ გვიცდია, რადგან ის მცირე ხელფასიც ჩვენთვის ბევრს წყვეტდა.” – ნატალია ჯუღელი, მსახიობი.

ის, რაზეც ნატალია ჯუღელი საუბრობს, სარეკლამო ინდუსტრიაში გავრცელებული პრობლემაა –  პროდაქშენები, მარკეტერები, „პიარშიკები“, კორპორაციული სარეკლამო სტრატეგიები, ბეთინგ-კამპანიები და “კასტინგ დირექტორები“ – ეს დიდი და საკმაოდ ძლიერი ქსელი აქტიურად სარგებლობს ქართველ მსახიობთა სოციალური მოწყვლადობით და მიზერული რესურსების გაღებით ახერხებს დიდ მოგებებზე გასვლას. სახეზეა როგორც სოციალური ჩაგვრა, ისე სუფთად სამოქალაქო უუფლებობა – ერთი მხრივ „ხელფასების ქურდობა“ და მძიმე სამუშაო პირობები, ხოლო მეორე მხრივ,  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურა.

საკითხი საკმაოდ ვრცელია და გაგვიჭირდება სრულად წარმოვაჩინოთ პრობლემატიკა.  ამიტომ ამ სტატიაში შევეხებით სოციალური უფლებების შეზღუდვის ერთ კონკრეტულ მიმართულებას, კერძოდ, შრომის ანაზღაურების მოდელებს. სტატია ეყრდნობა გილდიის შრომითი დავების პრაქტიკას, თვისებრივ მეთოდს, კერძოდ, მსახიობებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მათ ანალიზს.

როგორც მოგეხსენებათ, რეკლამასა თუ კინოში შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე გარკვეული შეთანხმებები იდება. ეს შეთანხმებები პირველ ეტაპზე ეხება ანაზღაურების საერთო მოცულობასა და სამუშაო დროის პერიოდულობას. თუ თქვენ მსახიობი ბრძანდებით და კასტინგის შემდეგ, ან სპეციალური მიწვევით, მოლაპარაკების პროცესში აღმოჩნდებით, პირველ რიგში ამას მოისმენთ: გადაღებები იქნება X დღის განმავლობაში, ხოლო დღიური ანაზღაურება იქნება Y. ეს არის მთავარი პირობა, რომლის მიხედვითაც მსახიობი წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა კონკრეტულ პროექტში. სარეკლამო კომპანიები სახელფასოდ გასაცემ თანხებს ხშირად ზოგავენ გადაღების საერთო დღეების რაოდენობის შემცირებითა და დღიური სამუშაო ნორმის გაზრდით, თუმცა ეს ჩვენი მსჯელობის ძირითადი საკითხი არ არის.

ხელფასისა და პროექტის საერთო პერიოდთან ერთად, მნიშვნელოვანი პირობა შეიძლება იყოს სამუშაო დღის განაკვეთი. დამეთანხმებით, დიდი სხვაობაა როდესაც დღეში 400 ლარს გიხდიან, ეს „სამუშაო დღე“ ნორმირებულად 8 საათი იქნება, „სტანდარტულად“ 12 თუ კაბალურად 16. შესაბამისად, კონტრაქტში გაწერილი უნდა იყოს რა ხდება მაშინ, როდესაც სამუშაო დრო შეთანხმებულს გადასცდება და რა სახით გაიცემა დამატებითი ანაზღაურება. (შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო კვირის დრო არ  უნდა აღემატებოდეს 40 საათს)

სამუშაო დროსთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დამატებით ვალდებულებებს იღებს დამსაქმებელი ხელფასთან ერთად. მაგალითად, კვება (მისი რაოდენობა) და დაზღვევა. აუცილებელია შევთანხმდეთ დასვენების დღეებსა და საათებზე, ასევე როლის მნიშვნელობაზე და ა.შ.

ეს ჩამონათვალი ნამდვილად საკმაოდ ვრცელია და მიუთითებს სფეროში ზოგადად არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, თუმცა ამ სტატიაში კონკრეტულად უნდა გაგიმხილოთ, რაზე შეთანხმება არის განსაკუთრებით აუცილებელი და სავალდებულო.

II – კონტრაქტის ვადა/გამოსახულების გამოყენების წესი

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მსახიობები სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობისას გარკვეული სახის პრობლემებსა და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებებს აწყდებიან. ხშირად, დასაქმებულებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ჰონორარის, რეკლამის ხასიათისა და ფორმის შესახებ. ასევე, არ უთანხმდებიან სარეკლამო კადრის სხვადასხვა ფორმით გამოყენებაზე.

მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსახიობსა და სააგენტოს შორის დადებული შეთანხმება მხოლოდ სარეკლამო რგოლში მონაწილეობით შემოიფარგლება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ სარეკლამო რგოლიდან ამოჭრილი მსახიობის კადრი ბანერზეა გამოტანილი, რაც, როგორც კანონის, ასევე ურთიერთშეთანხმების უხეში დარღვევაა.

ამგვარი უფლების მოსაპოვებლად, წესით და რიგით, კონტრაქტში დამატებითი დათქმა და ხელფასს მიღმა არსებული ჰონორარი უნდა განისაზღვროს. თუმცა, მსახიობებმა ხშირად არც კი იციან „buyout“-ის შესახებ. “ბაიაუთი” არის გამოსყიდვის საფასური, მსახიობის გამოსახულების გამოყენების უფლება კონკრეტულ რეკლამაში, რომელიც დღიურ ჰონორარს მიღმა დამატებით უნდა ანაზღაურდეს. მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო დამკვეთები ამ თანხას ადგილობრივ შუამავლებს თითქმის ყოველთვის უხდიან, საქართველოში ამ თანხას მსახიობებს ხშირად უმალავენ.

“მახსენდება შემთხვევა, როდესაც უცხოური რეკლამის “ბაიაუთები” საჯაროდ იდო არაქართულ ვებსაიტებზე, თუმცა საქართველოში ამ თანხის სულ მცირე ნაწილს სთავაზობდნენ მსახიობებს. გასათვალისწინებელი ისაა, რომ უცხოელი დამკვეთის მიერ მსახიობისთვის განკუთვნილი “ბაიაუთი” არ შეადგენს ე.წ. წარმოებისთვის გამოყოფილ თანხას, ესე იგი, ხშირ შემთხვევაში, არალეგალური სქემით, მსახიობის გარდა დამკვეთის უფლებებსაც არღვევდნენ”– ნატალია ჯუღელი, მსახიობი.

ციტატაში ნახსენებ პრობლემაზე არაერთი მსახიობი საუბრობს, ეს კი გამოწვეულია ერთი მხრივ მონიტორინგის სისტემის არარსებობით, ხოლო მეორეს მხრივ, თავად დასაქმებულების არაინფორმირებულობით. ე.წ ბაიაუთის და ალტერნატიული დათქმების შესახებ სახელოვნებო შრომით ბაზარზე ბევრი არაფერია ცნობილი, რაც საბოლოოდ დამსაქმებლებს უადვილებს დამატებითი ხარჯებისგან თავის არიდების პროცესს.

როგორც აღინიშნა, დასაქმებულებს ამგვარი საკითხების მოგვიანებით გასაჩივრება უჭირთ, რადგან ამან შეიძლება სამომავლო დისკრიმინაცია გამოიწვიოს. გილდიის ერთ-ერთ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უცხოელი დამკვეთის შემთხვევაში, ხშირია ბიუჯეტის გაუმჭვირვალობაც, რის გამოც ქართული სააგენტოები თავს უფლებას აძლევენ, განსაზღვრულ ჰონორარზე ბევრად ნაკლები თანხა შესთავაზონ მსახიობს, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი თავად დაიტოვონ.

მსახიობთა გაძარცვის სქემის ძირითადი ძრავა იურიდიულ კაზუისტიკაში, კერძოდ კონტრაქტის პირობებში იმალება. საქართველოში, განსაკუთრებით კი, სახელოვნებო სფეროში კონტრაქტზე ხელის მოწერა არაფორმალური ურთიერთობებითა და ნდობით არის ნასაზრდოები, რაც საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებელთა ინტერესების მაქსიმალურ მოგებაზე და მინიმალურ დანახარჯზე აისახება, ხოლო დასაქმებული რჩება მინიმალური ანაზღაურებისა და კეთილი სიტყვების ამარა.

ამ სტატიაში სწორედ შრომითი კონტრაქტის სამ ძირითად ფორმას განვიხილავთ, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარი უფლებების დაცვაში: ფიქსირებული ანაზღაურება, ე.წ. საავტორო ანაზღაურება (როიალთი) და გამოსყიდვის საფასური (ბაიაუთი)

ფიქსირებული ხელფასი ის სტანდარტული პირობაა, რომელსაც ყველა ვიცნობთ. თქვენ ხელფასს იღებთ შრომის საათების მიხედვით. ასეთ დროს აუცილებელია იცოდეთ, რომ ანაზღაურების ნაწილი, ევროპული სტანდარტის მიხედვით, ხშირად ითვალისწინებს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ სამუშაო დროის ანაზღაურებას. ქართული კანონმდებლობა კი ითვალისწინებს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას გაზრდილი ტარიფით.

ე.წ. როიალთი ნიშნავს ანაზღაურების მოდელს, როდესაც პროდუქტის სამომავლო გამოყენებისას ან მისი შემოსავლიანობიდან გამომდინარე, განგრძობითად გერიცხებათ ჰონორარი. აღნიშნულ მოდელს, როგორც წესი, იყენებენ ხელფასთან ერთად და სამართლებრივ ენაზე ამას ქონებრივი უფლებების შენარჩუნება შეგვიძლია ვუწოდოთ.

რაც შეეხება ე.წ. ბაიაუთს, აქ ყველაფერი საპირისპიროდ არის. ამ შემთხვევაში, თქვენი სახის გამოყენების უფლება ამ კონკრეტული რეკლამისთვის წინასწარ არის გამოსყიდული. მაგალითად, რეკლამის ერთდღიან გადაღებაში მიიღეთ 3000 ლარი. ამის დამატებით, საერთაშორისო ბრენდები ხშირად ბაიაუთისთვისაც გამოყოფენ თანხას და ხელფასს მინიმუმ გაორმაგებულ ჰონორარს ამატებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში ეს საეჭვოდ იშვიათად ხდება. ასეთ დროს აუცილებელია გახსოვდეთ, რომ კონტრაქტს სჭირდება ვადის ჩამკეტი, რათა გამოსყიდვას უვადო ხასიათი არ ჰქონდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო პროდაქშენი გამოყოფს გარკვეულ თანხას ბაიაუთის ან როიალთის გადასახდელად, თუმცა ადგილობრივი სააგენტოები და კომპანიები ამ თანხას მსახიობებს ჰპარავენ.

მსახიობებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ეს რამდენიმე პირობა, რომელთა გარეშე შედგენილი კონტრაქტის შემდეგში გამოსწორება თითქმის შეუძლებელი ხდება. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს რომ  განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებულები ამგვარი რისკებისგან დაცული არიან, რასაც ძლიერი პროფკავშირები, სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლები და ჯანსაღი სახელმწიფო ინსტიტუტები განაპირობებს, მსახიობი მარიკა ხუნდაძე რამდენიმე წელია ბრიტანეთში ცხოვრობს და მუშაობს, ის სწორედ შრომითი სტანდარტის ამგვარ სხვაობაზე საუბრობს:

“ნამუშევარი მაქვს რამდენიმე სარეკლამო პროექტზე ინგლისში, რადგანაც აგენტი მყავს წარმომადგენლად რომელიც მოლაპარაკებებს  და ლეგალურ მხარეს აგვარებს, რეკლამის “ბაიაუთიდან” იღებს 20%-ს. კოტრაქტის ფორმა სხვადასხვანაირია, ორჯერ მქონდა კონტრაქტი სადაც დამქირავებელ კომპანიას გადაუხდია მთლიანად “ბაიაუთის” რაოდენობა ჩემთვის და დამატებით აგენტის 20%.  ყველა პროექტი რაზეც კასტინგზე გავსულვარ თუ მიმუშავია –  კონტრაქტის დეტალები თავიდანვე ხდება ჩემთვის ცნობილი.”  –  მარიკა ხუნდაძე, მსახიობი.

ბევრი რესპოდენტი აღნიშნავს ევროპული და ქართული გამოცდილებების ამგვარად სევდიან სხვაობას, დაწყებული ანაზღაურების ოდენობიდან, დამთავრებული ზოგადი მოპყრობითა და დამოკიდებულებით. სტატიის ფარგლებში პროდუსერსა და რეჟისორს იან პონს ჯუელსაც ვესაუბრეთ, მას საქართველოში მუშაობის გამოცდიელბაც აქვს და ეს უფლებრივი კონტრასტი აწუხებს:

“გაოცებული დავრჩი, როდესაც ბევრ ქართველ მსახიობს ვესაუბრე, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა არის buyout-ი, მათ დიდ ნაწილს ამგვარი ანაზღაურება არასდროს აუღია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვეთის მხრიდან ეს თანხები სააგენტოებისთვის გადახდილი იყო. იმედი მაქვს, ეს საკითხი მოგვარდება.”

სარეკლამო ბიზნესში ქართველ პროდიუსერთა და აგენტთა კლასი მსახიობის პროფესიას მეტად „აგდებულად“ უყურებს, მათ ხშირად ახსენებენ რომ ბაზარზე უამრავი მსახიობია და   „თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე“. იან პონს ჯუელის თქმით პროდიუსერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არა მსახიობის გამოყენება, არამედ მათი გაძლიერება უნდა იყოს, რაც პროდუქტის საბოლოო ხარისხზე აისახება.

“საქართველო გამორჩეულია თავისი ლოკაციებით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, წარმოუდგენელი სამსახიობო ნიჭით, რამაც თავდაპირველად გადაღებებისთვის ამ ქვეყანაში მომიზიდა. გადასაღებ მოედანზე მსახიობებს ყველაზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ, თან ყველაზე დიდი სირთულეების გადალახვა უწევთ ამ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად. ჩვენი, პროდიუსერების, ვალია, მოვუსმინოთ მათ და ვიმუშაოთ უკეთესი პირობების შესაქმნელად.” – იან პონს ჯუელი, პროდიუსერი

სავარაუდოდ, არანაკლებ უუფლებო მდგომარეობაში არიან სარეკლამო სააგენტოში დასაქმებული სხვა პროფესიის წარმომადგენლები – ქოფირაითერები, ოფისში მომუშავენი, ვიზაჟისტები თუ მხატვრები, თუმცა ამის შეფასებას სამომავლოდ გადავდებ.

III – რეკომენდაცია –  ნუ გააჩუქებ შენს უფლებებს!

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის საწყისად შეიძლება სარეკლამო სააგენტოებში წერილობითი ხელშეკრულების პრაქტიკის არარსებობა მივიჩნიოთ, რადგან მსახიობსა და სააგენტოებს შორის შეთანხმება, ძირითადად, ზეპირად იდება, რაც მათ კიდევ უფრო მეტი თვითნებობისკენ უბიძგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მსახიობმა მოითხოვოს წერილობითი ხელშეკრულების დადება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.

გარდა შრომის კოდექსში არსებული ზოგადი დაცვის მექანიზმებისა, რომლებიც კერძო სექტორში დასაქმებულებს იცავს, არსებობს ასევე რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. ამასთან, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.

ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს:
➾ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;

➾ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო უფლებების დარღვევის შედეგად;

➾კომპენსაცია არანაკლებ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობის.

რჩევები:
1. ყოველთვის მოითხოვე ვადის ჩაწერა: თუ “ბაიაუთს” გიხდიან, ეს უფლება დროში შეზღუდული უნდა იყოს. (მაგ. 6 თვე ან 1 წელი).
2. ვადის ამოწურვა: პერიოდის გასვლის შემდეგ, დამკვეთმა უნდა გადაგიხადოს თავიდან (Renewal), ან შეწყვიტოს მასალის ჩვენება.
3. დააკვირდი მედიას: გარკვევით უნდა ეწეროს, სად ტრიალებს მასალა (მხოლოდ სოც. ქსელში თუ ტელევიზიაშიც).
4. ექსკლუზივი = მეტი ფული: თუ კონტრაქტი გიკრძალავს სხვა ბრენდებთან მუშაობას, ეს პოტენციური შემოსავლის დაკარგვაა. “ბაიაუთის” თანხა ასეთ დროს რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს.
5. ფრთხილად ტერმინებთან: არასოდეს მოაწერო ხელი პუნქტს „In Perpetuity“ (სამუდამოდ).
6. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ გილდიას და გაწევრიანდით პროფკავშირში.

აღნიშნული საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხელოვნების სფეროში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას. ცხადია, ამ უფლებების რეალიზებაში მხოლოდ ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ვერ იქნება გადამწყვეტი. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეთოდური და თანმიმდევრული მიდგომა, რასაც პოლიტიკური ნება ჭირდება. აგრეთვე, საჭიროა ძლიერი პროფკავშირული ორგანიზაციები. დღესდღეობით ეს უკანასკნელიც სულს ღაფავს: 3-4 წლის წინ “გილდია,” რომელიც ყოველდღიურად ძლიერდებოდა, დღეს ფაქტობრივად დახურვის რისკის წინაშე დგას, რაც განპირობებულია ახალი კანონმდებლობითა და საწევროების გადახდის დაბალი კულტურით.

“ჩემი მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილებით შემიძლია ერთი რამის თქმა, რომ აუცილებელია საერთო ბაზის შექმნა, სადაც ჩვენი უფლებები იქნება დაცული. “გილდია” არის შესაძლებლობა, რომელიც ადრე არ გვქონდა, რომ თავი დაგვეცვა. სანამ ერთიანი ბაზა არ შეიქმნება, მანამდე ისევ იმ რეალობასთან ვიქნებით პირისპირ და მოგვიწევს ამით ცხოვრება, სადაც ნივთს უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე ადამიანს.” – ნატო მურვანიძე, მსახიობი.

ამ სტატიას ორი ადრესატი ჰყავს: საზოგადოება, რომელმაც უნდა იცოდეს, რა პირობებში უწევთ მუშაობა სარეკლამო და მომიჯნავე ინდუსტრიებში დასაქმებულებს და მსახიობები, რომლებმაც უნდა იცოდნენ ის ძირითადი ხერხები, რითაც შეიძლება თავი დაიცვან. ამგვარმა დაკვირვებამ სამომავლოდ შესაძლებელია გამოააშკარაოს არამხოლოდ ის კომპანიები რომლებიც უხეშად არღვევენ შრომით უფლებებს, არამედ ის გამონაკლისებიც, რომლებიც გარკვეული პატიოსნებით გამოირჩევიან.

IV – შეჯამება – The theft in the Key Light

თანდათანობით სარეკლამო ინდუსტრია პროგრესული სწავლულობის მანტიას ისხამს. ეს კარგად ჩანს პოდკასტების ბუმში, ან კამპანიებში 26 მაისის შესახებ სადაც ჩვენ გვასწავლიან ინდივიდუალური განვითარების, ფილოსოფიური აზროვნებისა და პოლიტიკური თავისუფლების საწყისებს, როდესაც ამ სანახაობას ვუყურებთ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დროის „ქოუჩები“ უამრავი ნიჭიერი ადამიანის სიღარიბეზე დგანან.

გადასაღები მოედანი მკაცრად იერარქიული ადგილია, სადაც სანახაობის მანქანა წამიერი ილუზიის შესაქმნელად ითვისებს შემსრულებლის სიცოცხლის საათებს, აქცევს მას რეკვიზიტად და აუცხოებს საკუთარი შრომისგან. შესწვდება მშენებლობაზე დასაქმებული კვალიფიციური მუშა ბინას ხედით ტბაზე? ან გასწვდება ცნობილი მსახიობის ჯამაგირი სახლს პრესტიჟულ უბანში?  – რა თქმა უნდა არა. როდესაც კაპიტალისტთა კლასი ერთიანია და მენეჯერთა კლასის დახმარებით გვმართავს, ჩვენი ერთადერთი პასუხი გაერთიანება უნდა იყოს, ამ პროცესში თქვენ სუბიექტი ხართ, თქვენ მოქმედებთ, თქვენ ირჩევთ როლს დიდი ცვლილებების მისაღწევად.

შენიშვნები

გილდია. (2023). “მსახიობთა, ჟურნალისტთა და სხვა თავისუფალი პროფესიის მქონე ადამიანთა შრომითი და სოციალური პირობების კვლევა.”

free-column-cover

გეოპოლიტიკური ლიტურგია: 2096

ავტორი: დავით გალაშვილი

გეოპოლიტიკა ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრაა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. ის ოპიუმია ხალხისა.

არქაული პოეტი, კარლო მარქსი

მას შემდეგ რაც ქალაქის თავზე უზარმაზარი მბზინავი პანელები აღმართეს, სუნთქვა შეუძლებელი გახდა. პრიალა, წითელი და მწვანე ხაზებით დასერილი ეკრანიდან დილის ოპიუმის დოზა გამოყვეს. მათრობელა ულუფას დღეში ორჯერ, დათქმულ დროს იძლევიან. ქალაქის მცხოვრებლებისთვის ეს სავალდებულო რიტუალია, სხვა საკვების ან სასმლის მიღება აკრძალულია. დილის ბანგის ზემოქმედების ქვეშ მყოფებს, ეკრანზე უსახო შავფორმიანებს გვაჩვენებენ, ისინი ერთმანეთს ნაპალმებს უშენენ. მეტი ეფექტისთვის ნაპალმის სუნი პირდაპირ პანელებიდან გამოიყოფა ჩვენი ყნოსვის რეცეპტორების გამოსაწრთობად.

ეს 2096 წლის გეოპოლიტიკური ლიტურგიაა. ჩვენ აღარ ვლოცულობთ, ჩვენ ვიწოვთ ინფორმაციულ ოპიუმს. პანელებზე გამოსახული რუკა — ჩვენი ახალი ხატი — გვეუბნება, რომ მსოფლიო ხუთ სექტორად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანს საკუთარი, უცვლელი ვერტიკალი იცავს. ოპიუმი გვაჯერებს, რომ თუ ჩვენს სექტორში სიმშვიდეა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც შორს, მეოთხე სექტორი „სტრატეგიული აუცილებლობით“ იბომბება.

პანელის სიღრმეში, იქ, სადაც სადენები ადამიანის ვენებივით იხლართება, დიდი მემანქანე ზის. ის სულიერი არ არის, უბრალოდ ალგორითმის ხორციელი დანამატია. როცა ეკრანზე რომელიმე სექტორის „სიცოცხლისუნარიანობის გრაფიკი“ ეცემა, მისი თითები ნაზად ეხება ღილაკებს და პანელში ჩაშენებული რუპორები გეოპოლიტიკის მრწამსის წარმოთქმას იწყებენ. ახალ წმინდა წერილში, რომელსაც გეოპოლიტიკის საფუძვლებს ვუწოდებთ, სამი მცნება (მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება) და მისი განმარტებებია. ერესი მკაცრად აკრძალულია და თუკი რომელიმე სექტორში ახალი ღმერთების შესახებ ქადაგებენ, მეშვიდე ესკადრილიის პილოტები მუდმივად მზადყოფნაში არიან, შერისხულს ცეცხლის წვიმა დაატეხონ თავს.

სექტორში ასე ვცხოვრობთ: არც საჭმელი, არც სასმელი, არც სახლი, არც მომავალი, მხოლოდ პრიალა პანელი, მასში ჩაშენებული რუპორი, მემანქანე, წმინდა წერილის ექსპერტები, ბომბდამშენები, გამანადგურებლები და ავიამზიდები გვაქვს. როგორც კი რომელიმე Error 404-ს წინა ცხოვრებისგან შემორჩენილი სურვილები ან ოცნებები მოგვეძალება, საღამოს დოზას ზრდიან, როდესაც რაიმე კითხვა გვიჩნდება ჩვენი სექტორის კურსის შესახებ, მაშინ საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ და ეკრანზე უზანაესი ლიდერი გამოისახება ხოლმე. ის მანტრასავით იმეორებს სამ მცნებას, მოგვიწოდებს მათი დაცვისკენ და გვეუბნება, რომ მათ აღსასრულებლად, ხან ომის შიშია საჭირო, ხანაც ომში ჩართვა.

იმ დილას პანელები ჩვეულებრივზე მეტად ხმაურობდნენ. ჰაერში დამწვარი ოზონის სუნი იდგა. სწორედ მაშინ, როცა ნეონური ნათება თვალის გუგებს მიწვავდა, ერთმა Error 404-მა ძველ ნანგრევებში ნაპოვნი ფრაგმენტი მომიტანა. ეს იყო არქაული პოეტის, ვინმე კარლო მარქსის მივიწყებული პოემა. მასში სიტყვები ისე ლაგდებოდა, თითქოს, ჩვენს ალგორითმს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე ახსნოდა ჯადო:

„რელიგია ხალხის ოპიუმია“, — ეწერა გაყვითლებულ ციფრულ ფირფიტაზე.

საღამოს დოზის ზარი რომ დაირეკა, ყველა ავდექით. კუნთის მეხსიერებით მივდიოდით. დერეფანში ჩვენი განყოფილების სხვა მცხოვრებლები უკვე მიეწყვნენ კედლებს, სახეები პანელისკენ. ნეონი თვალებში ეცემოდათ და გუგები უფართოვდებოდათ.

Error 404 გვერდით ამომიდგა.

„რას ნიშნავდა?” — ჩუმად ვკითხე, პირი პანელისკენ ვიბრუნე, თითქოს, მას ვესაუბრებოდი.

ცოტა ხანს გაჩუმდა. პანელზე მეოთხე სექტორის „სიცოცხლისუნარიანობის გრაფიკი” ეცემოდა ისევ, ნელ-ნელა, გამოზომილად.

„ოპიუმი მაშინ წამალი იყო,“ — თქვა Error 404-მა. — „ავადმყოფებს აძლევდნენ. ტკივილს აყუჩებდა. მხოლოდ… ვერ გრძნობდი. ვერ ხვდებოდი, სად გტკიოდა.”

„და ჩვენ?“ — ვკითხე.

Error 404-მა პანელს გადახედა. გრაფიკს. ლიდერს. შემდეგ იატაკს დააცქერდა.

„ჩვენც გვტკივა რაღაც. უბრალოდ აღარ ვიცით — რა.“

დოზამ გამაბრუა. პანელი უკვე მეოთხე სექტორის „სტრატეგიული ოპტიმიზაციის“ შესახებ გვიყვებოდა. სიტყვები ჰაერში იშლებოდა, სახეზე ყველას სიმშვიდე ეწერა. Error 404 კედელს მიეყრდნო. ხმას ჩაუწიეს, ის კი, თითქოს, ძილისპირულს მიმღეროდა, მაგრამ თვალები ფხიზელი ჰქონდა — ლითონის ორი ნამსხვრევივით.

„სწორედ ამას წერდა პოეტი. ამბობდა — ადამიანი ქმნის ღმერთს, რადგან სამყარო ასეთია, მას ღმერთი სჭირდება. ცივია. უსამართლოა. მარტოა. და სანამ სამყარო ასეთია, მანამ ოპიუმიც იქნება. გამოსავალი სამყაროს შეცვლაა. ამასაც ამბობდა, მაგრამ ეს ნაწილი, როგორც ჩანს, ფირფიტაზე აღარ იყო.“

პანელზე ახლა რუკა გამოჩნდა. ხუთი სექტორი, ისრები, ხაზები. მივხვდი, რომ ჩემი სხეულიც ნელ-ნელა მოდუნდა. დოზა მოქმედებდა. ბანგი სასიამოვნო იყო, რუკა —ლამაზი, ლიდერის ხმა — დამამშვიდებელი.

„შენ რატომ არ გაბრუებს?”

დიდხანს არ უპასუხია. პანელის ნათება მის სახეზე ეცემოდა — წითელი და მწვანე.

„მაბრუებს,“ — თქვა ბოლოს. — „უბრალოდ… ვიცი, რომ მაბრუებს. ჩემსა და დანარჩენებს შორის ეს ერთადერთი განსხვავებაა.“

ცოტა ხანს ჩუმად იყო, შემდეგ დაბალი ხმით დაიწყო:

„როცა გშია — გაბრუებენ. როცა გწყურია — გაბრუებენ, როცა გცივა — გაბრუებენ, როცა კითხვას სვამ — ვინ წაგვართვა სახლი, პური ან წყალი — გაბრუებენ. და გაბრუების შემდეგ გჯერა, რომ მეოთხე სექტორის საზღვარი შიმშილზე უფრო გადაუდებელი პრობლემაა.“

პანელზე რუკა ტრიალებდა. ხუთი სექტორი. ისრები.

„ოდესმე გინახავს სხვა სექტორი?“ — მკითხა.

„არა.“

„არც მე მინახავს. არც ერთ ჩვენგანს არ უნახავს. მაგრამ ყველამ ვიცით, რა ხდება იქ. ვინ არის მტერი. რატომ ვიბომბებით. ვინ იმსახურებს ცეცხლის წვიმას.“ — გაჩერდა. — „ოდესმე გიფიქრია, რა ემართებათ იქაურ Error 404-ებს მეშვიდე ესკადრილიის გადაფრენის შემდეგ?“

არ მიპასუხია. ვიცოდი, კითხვა რიტორიკული იყო.

„თუკი ამ კითხვას ხმამაღლა დასვამ, გაგაბრუებენ. და დაიჯერებ, რომ სტრატეგიული მიზანშეწონილობა პასუხია. რომ ნგრევა აუცილებელია. რომ სექტორები მარადიულია — სამყარო ასე დაიბადა, ასე მოკვდება.“ — ხმა ჩაუწყდა — „მაგრამ მგონი პოეტი იმას გულისხმობბდა, რომ მხოლოდ ოპიუმის დოზების შეწყვეტით, არაფერი გამოვა. ილუზიის წართმევა ტკივილს აორკეცებს. მისგან თავის დაღწევა მაშინ იწყება, როცა გულგატეხილი ადამიანი, გონს მოსული, თავის სინამდვილეს პირველად საკუთარი თვალით უყურებს — არა პანელით, არა სამი მცნებით, არა მეშვიდე ესკადრილიის აჩრდილით…“

დოზის ნარჩენები ხარბად ჩაისუნთქა და განაგრძო:

„პანელი ყალბი მზეა, შენ გარშემო ტრიალებს და გგონია, რომ ნათება მისგან მოდის. რომ მეოთხე სექტორის ბომბები შენს შიმშილს ხსნის. რომ ლიდერის ხმა შენს მარტოობას ავსებს.“

გაჩუმდა.

პანელზე „სიცოცხლისუნარიანობის გრაფიკი“ ისევ ანათებდა, ნელ-ნელა, გამოზომილად. ჩვენ ვიძინებდით.

free-column-cover

ჩამოსქროლე ომი: როგორ იქცა გენოციდი და მასობრივი ძალადობა „კონტენტად“?

ავტორი: თემუკა ზოიძე

ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება და ადამიანური მეხსიერების ათვლა ომით იწყება. ჯერ ხუთი წლისაც არ ვიყავი, საძინებელში უზარმაზარსარკიანი კარადის წინ რომ ვთამაშობდი და დედაჩემის შეკივლებამ დამაფეთა:

– ვაიმეეე, მესამე მსოფლიო ომი იწყება!

ბუნებრივია, საერთოდ არ მესმოდა ამ წინადადების მნიშვნელობა, მაგრამ სანაცვლოდ მშობლის ხმაში შიშის ცნობა შემეძლო და მაშინვე მისაღები ოთახისკენ გავქანდი, საიდანაც ხმა მომესმა. დედაჩემს სახლის ლაგება შეეწყვიტა, გაცვეთილი ცოცხი იატაკზე მიეგდო და ტელევიზორისთვის ხმის აწევას ცდილობდა. საინფორმაციო გადაცემა გადიოდა, რომელშიც ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობას ვერ ვიგებდი, თუმცა კარგად აღვიქვამდი კადრებს: როგორ ასდის მაღალ შენობას კვამლი, რა დროსაც მის გვერდით მდგომ მეორე ასეთივე შენობას თვითმფრინავი ასკდება. იმ თამაშებს ჰგავდა, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა ბავშვობის იმ პერიოდში: დაშლა, დამტვრევა, ცეცხლის გაჩენა. თუმცა დედაჩემს იმაზე მძაფრი რეაქციები ჰქონდა ამის ნახვისას, ვიდრე მაშინ, როცა მე ნაწილ-ნაწილ ვანადგურებდი სათამაშოებს. კიდევ ერთხელ შეკივლა, როცა ახლო კადრებით აჩვენეს, როგორ ცვიოდა მაღალი შენობიდან პატარ-პატარა რაღაცები. მეც დავსერიოზულდი და ხმა აღარ ამომიღია.

მსგავს სცენას აღწერს არუნდატი როი თავის მეორე რომანში „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“: ერთ-ერთი მთავარი გმირი, სახელად ანჯუმი, თავის შვილობილს აბანავებს, რა დროსაც ჰიჯრების საერთო საცხოვრებელში ჩოჩქოლი ატყდება. ანჯუმიც მაშინვე იმ ოთახში ჩაირბენს, სადაც ტელევიზორის წინ შეკრებილა ყველა გაფაციცებით:

„ხვაბგაჰის ჩვეულებრივ ძალიან ხმაურიანი საზოგადოება სავსებით დამუნჯებული უყურებდა, როგორ ჩამოიქცა ის უზარმაზარი შენობები ქვიშის კოშკებივით და გარშემო ყველაფერი ბოლმა და თეთრმა მტვერმა როგორ დაფარა. მაგრამ ამერიკული მტვერი ინდურ მტვერს სულაც არ ჰგავდა, რაღაცნაირად სუფთა და ძალიან უცხოური ეჩვენებოდათ. შენობის ფანჯრებიდან ადამიანთა ციცქნა სხეულები მჭვარტლის ფტილებივით ფარფატით ცვიოდნენ მიწაზე“.[1]

ეს კადრები ყველას გვინახავს, იმათაც, ვინც ამ მოვლენის დროს ჯერ თვითონ არ იყო მოვლენილი ქვეყანაზე, რადგან ყოველ წელს გვახსენებენ და ხელახლა გვაჩვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას ამაზე სასტიკი და მასშტაბური დანაშაულებიც ახსოვს, ქვეყანა, რომლის მიწაზეც პირველად მოხდა მსგავსი შეტევა გარე ძალების ჩარევით, თავად კი მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებაზე ფლობს გავლენას, რა თქმა უნდა, ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბოროტმოქმედება უახლეს ისტორიაში, რაც კიდევ რომ არ განმეორდეს, სხვა ქვეყნები და ხალხები უნდა გაკონტროლდნენ, პოტენციურ საფრთხედ მოინიშნონ, დაისაჯონ.

არუნდატი როი შემდეგ იმ მოვლენების აღწერას აგრძელებს, რაზეც საინფორმაციო გადაცემები ნაკლებად გვიყვებოდნენ და ახლა ხომ საერთოდ აღარავის ახსოვს: როგორ გამოჩნდნენ ინდოეთში ავღანელი ლტოლვილები, რომლებიც იმ ბომბებს გამოექცნენ, მათ ქვეყანაში სადამსჯელოდ რომ ჩამოყარეს, არადა ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ბინ ლადენი უსაფრთხოდ იმალებოდა. ან როგორ აფეთქდა ისლამოფობიის პანდემია, მათ შორის ინდოეთში და როგორ იქცა ყველა მუსლიმი ტერორისტად, რომელიც „ცივილიზებულ სამყაროს უქმნის საფრთხეს“.

2019 წელს, ერთი შეხედვით, ადგილობრივ კონტექსტთან არაფრით დაკავშირებულმა ტერორისტულმა აქტმა უჩვეულო მიზეზით გამოიწვია დაინტერესება საქართველოში: ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე მეჩეთებში მუსლიმებზე  თავდასხმის ადგილას ნაპოვნ იარაღზე სხვადასხვა ენაზე შესრულებულ წარწერებს შორის ქართული ტექსტიც აღმოჩნდა – „დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი“. არადა ეს შემთხვევა, პირველ რიგში, თავისი სიმძიმით უნდა იქცევდეს ყურადღებას: ანდერს ბრეივიკის იდეოლოგიით – რომელიც ეკოფაშისტური, ისლამოფობიური და თეთრი რასის უპირატესობაზეა დამყარებული – შთაგონებულმა ავსტრალიელმა ბრენდონ ჰარისონ ტარანტმა პარასკევის ლოცვისას მეჩეთში ცეცხლი გაუხსნა მორწმუნეებს, რა დროსაც 51 ადამიანი დაიღუპა და 89 დაშავდა. ცხადია, ეს არ იყო რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მიმართ სიძულვილით განპირობებული პირველი ტერორისტული აქტი, თუმცა ეს იყო პირველი ულტრამემარჯვენე ტერორისტული აქტი, რომელიც დამნაშავემ სოციალური მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გაუშვა: ბრენდონ ჰარისონ ტარანტმა თავისი ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა რასაც აპირებდა და შემდეგ 17 წუთის განმავლობაში Live-ში გადასცემდა დანაშაულის მთელ პროცესს, რომელსაც 200-მდე ადამიანი უყურებდა, თუმცა არცერთ მათგანს არ დაურეკავს პოლიციაში და არც ფეისბუქისთვის მიუმართავს საჩივრით.

„ქრაისთჩარჩის მასობრივი ხოცვა სოციალური მედიისთვის იყო გამიზნული, რათა ფეისბუქსა და სხვა პლატფორმებზე უსწრაფესად გავრცელებულიყო. მაქსიმალურ აუდიტორიას რომ მისწვდომოდა, ტერორისტმა 8chan-ზე დაანონსა, რომ თავდასხმას პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ტვიტერზე კი ამ აქტზე მინიშნებებს აქვეყნებდა. ამის შემდეგ ჩაფხუტზე დამაგრებული GoPro კამერით ტერორისტმა ფეისბუქზე გაშვებულ პირდაპირ ეთერში მაყურებლისთვის ვიდეოთამაშის სიმულაცია შექმნა, თითქოს მთავარი მოთამაშის პერსპექტივით უყურებდე მოვლენებს. სწორი ფოკუსით კადრში ჩანდა მისი იარაღები, რომლებზეც თეთრი საღებავით ფაშისტური სიმბოლოები, მასობრივი მკვლელების სახელები, სერბეთის ომის დამნაშავეები და ხოცვა-ჟლეტის ადგილები იყო დაჯღაბნილი. მთელ თავდასხმას, მათ შორის მეჩეთებს შორის მანქანით გავლილ გზას, საუნდტრეკად გაჰყვებოდა საბრძოლო მუსიკა და ფაშისტური ჰიმნები. მასობრივი ხოცვა-ჟლეტის პირდაპირ ეთერში გადაცემა შეიძლება შოკისმომგვრელია, მაგრამ არც ისე ორიგინალური (სხვებსაც დაუპირებიათ მანამდე იგივე); არც „ტერორიზმი, როგორც თეატრის“ იდეაა ახალი, რადგან ეს ფენომენი ფეისბუქის შექმნამდე ათწლეულებით ადრეც დაფიქსირებულა. თუმცა, საყურადღებო ისაა, რომ სოციალური მედია კიდევ უფრო ამარტივებს მსგავსი ტერორისტული მიზნების მიღწევას და ყველა შესაძლო განზრახვის განხორციელებას“,[3] – ვკითხულობთ ამ საუკუნეში მემარჯვენე ტერორიზმის ფორმაცვალებაზე მომზადებულ ერთ-ერთ კვლევაში.

მართალია, “საკუთარი” ომიც გამომივლია და მახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, თუმცა ომის მთელი საშინელება ყველაზე მძიმედ პირველად უკრაინით აღვიქვი. თან მაშინ ჟურნალისტად ვმუშაობდი და იძულებული ვიყავი, არათუ ყოველდღიურად გავცნობოდი ყველა სიახლეს, არამედ ეს ზღვა ინფორმაცია გამეანალიზებინა და მეწერა კიდეც ამაზე. ჩემ გარშემო უსწრაფესად გაჩნდა მილიონი არხი, წყარო და საშუალება, საიდანაც ადამიანები უწყვეტად იღებდნენ ყველანაირ ინფორმაციას იქამდე, სანამ უძლურების, სიბრალულის და შიშის უკიდეგანო შეგრძნებით პარალიზებულები არ ხდებოდნენ. მახსოვს, როგორ მივიღე პირველად განზრახ მსგავსი გადაწყვეტილება, რომ უარი მეთქვა ამგვარ დამოკიდებულებაზე, შემეზღუდა “ჭარბი ინფორმაციის მოხმარება” და მნიშვნელოვანი ცნობები მხოლოდ უკრაინის სოლიდარობის აქციებზე შემხვედრ ახლობელებთან საუბრებში ან დღეში მხოლოდ ერთხელ შემოწმებული ერთი კონკრეტული საინფორმაციო საშუალებით მიმეღო. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით აკი კაურისმიაკის ფილმის “ჩამოცვენილი ფოთლები“ იმ სცენამაც გამახსენა, რომელშიც მთავარი გმირები რომანტიკული სიმყუდროვის შექმნას ცდილობენ, მაგრამ რადიოში შესაფერისი მუსიკის ნაცვლად ომის მძიმე ქრონიკების მოსმენა უწევთ და ისინიც იძულებული არიან, რადიო გათიშონ.

თუმცა, ყველას როდი მოუნდა რადიოს გათიშვა. სოციალურმა მედიამ შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანები სულ უფრო ეშხში შესულიყვნენ და ომისთვის სპორტული ინტერესით ედევნებინათ თვალი: გაჩნდნენ მილიტარისტული ექსპერტები, რომლებიც აანალიზებდნენ საბრძოლო ტაქტიკებსა თუ ტექნიკებს და ამა თუ იმ მხარის ძლიერ და სუსტ მხარეეზეც ისე მსჯელობდა ბევრი, როგორც სამაგიდო თამაშზე ან საფეხბურთო მატჩზე. მილატრისტული ესთეტიკა თავისი სამოყვარულო ფიზიკური გადამზადების კურსებით თუ კამუფლაჟის პრინტიანი ტანსაცმლით ტრენდული გახდა.

უკრაინის შემდეგ, ომის შესახებ წამლეკავი ზღვა ინფორმაციის, კიდევ ერთხელ, შემოჭრა ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამაკვირვებდა, რაც მოხდა კიდეც ღაზის სექტორის შემთხვევაშიც, თუმცა ამჯერად ერთი მნიშვნელოვანი გარემოება შეიცვალა: თუ უკრაინას თავიდანვე თითქმის ყველა უპირობოდ უჭერდა მხარს, ყოველ შემთხვევაში, ყველა მეინსტრიმული მედია ამ პოზიციას აშუქებდა, პალესტინელების შემთხვევაში სოლიდარობის გამონახვა გაცილებით გართულდა. განსაკუთრებით საქართველოში იმდენად მცირე იყო პროპალესტინური განწყობა, რომ უდანაშაულო ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამო თავს ლამის მარგინალად აღვიქვამდი. რა თქმა უნდა, ამაზე დიდი გავლენა იქონია 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმამ: ისრაელმა ეს შემთხვევა თავისი მრავალწლიანი გეგმის – პალესტინელების ეთნიკური წმენდის და გენოციდის გასამართლებლად გამოიყენა. რომ აღარაფერი ვთქვათ არაპირდაპირ წყაროებზე, არსებობს უამრავი მტკიცებულება, თუ როგორ არეკლამებდა ისრაელის ხელისუფლება სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდებზე ცალკეულ კადრებს, რათა „7 ოქტომბრის საშინელებები“ მაქსიმალურად ბევრს ენახა. ამის გამო პალესტინელებს და ყველას, ვინც იცოდა ისტორიული კონტექსტის შესახებ, მოუწია ჯერ ის ემტკიცებინა, რომ ისრაელთან პალესტინელების უთანასწორო ურთიერთობა 7 ოქტომბრით არ დაწყებულა, და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონოდა სულ მცირედის – თანაგრძნობის მოლოდინი.

როგორც სხვა ბევრი რამ თანამედროვე სამყაროში, ისრაელ-პალესტინის საკითხიც საინფორმაციო ომის ასპარეზად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს და მის მოკავშირე ბევრ დასავლურ სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შემზადებული მათთვის მომგებიანი წინასწარგანწყობა: ისტორიულად ჩაგრული ებრაელები (ჰოლოკოსტის გამო დანაშაულის გრძნობა) ექსტრიმისტი და ველური არაბების („ღაზაში გეებს სახურავიდან აგდებენ“) წინააღმდეგ; ბევრისთვის მოულოდნელად, მალევე გამოჩნდა, რომ ისრაელი ამ ომს მაინც აგებდა. სწორედ ამის გამო ისრაელმა მკაცრად დაიწყო იმის კონტროლი, თუ რისი ნახვა შეიძლებოდა ინტერნეტში: ყველაფერი, რაც ისრაელის პოზიციებს არ ამყარებდა, „ანტისემიტურად“ და „პროტერორისტულად“ შეირაცხა. ასევე ისრაელის სასამართლომ მედიას აუკრძალა ღაზის სექტორში შესვლა და თავისუფლად ინფორმაციის მოპოვება, რაც ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვით[4] აიხსნა და მხოლოდ ისრაელის ჯარისკაცებთან ერთად გადაადგილების და მკაცრად შეზღუდული ინფორმაციის გაშუქების უფლება მიეცათ.

ასე დარჩა ღაზის სექტორში, მანამდე ღია ციხედ ცნობილ, ბოლო პერიოდში კი ბავშვების სასაფლაოდ შეფასებულ მიწაზე, 2 მილიონზე მეტი პალესტინელი ყველანაირი მხარდაჭერის გარშე, მხოლოდ თავიანთი გამბედაობისა და გამძლეობის იმედად. ისტორიის ფურცლებს მრავალი გენოციდი ახსოვს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობამ და პალესტინელების გაუტეხლობამ ეს აქცია ყველაზე დეტალურად აღბეჭდილ დანაშაულად კაცობრიობის წინაშე, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს.

რამდენადაც სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, იმდენად ყველასთვის ცნობილია, რომ თუ გინდა, შენი ხმა არ ჩაიკარგოს, კონკრეტული წესებით უნდა ითამაშო, უფრო ზუსტად კი, სოციალური მედიის ტრენდებს მოერგო. თავიდან ჩვენს ფიდზე ხშირად ხვდებოდა დოკუმენტური კადრები ღაზის სექტორიდან: როგორ იბომბებოდა საცხოვრებელი სახლები, როგორ ესროდნენ ქუჩაში შეუიარაღაბელ მოსახლეობას, როგორ ეკიდა ცეცხლი ხალხს დაბომბილ საავადმყოფოებში, როგორ ითხოვდნენ შველას მოშიმშილე ბავშვები და ა.შ. თავიდან ამ ყველაფერს ახლდა შოკი და შიში, თუმცა მალევე ტიკტოკის თუ ინსტაგრამის მომხმამარებელს აღარ უნდოდა ამის ნახვა, რაც იმით ახსნა ბევრმა, რომ „მძიმე კადრები უბრალოდ ცუდად მოქმედებს“. ამიტომ გავაგრძელეთ სქროლვა უფრო სასიამოვნო რამისთვის თვალის შესავლებად: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე, მადისაღმძვრელი კერძების რეცეპტები, კნუტების თამაში… სწორედ ამის გამო და ალბათ, იმიტომაც, რომ თავადაც შეენარჩუნებინათ კავშირი ყოველდღიურობასთან, პალესტინელებმა სოციალური მედიის ტრენდებით დაიწყეს თავიანთი გასაჭირის მოყოლა, რომლისთვისაც დანარჩენ სამყაროს უბრალოდ თვალის არიდება უნდოდა.

უკვე მსოფლიოში აღიარებული ისეთი ჟურნალისტების გარდა, როგორებიც ბისან ოუდა, პლესტია ალაქადი და მოთაზ აზაიზა არიან, რიგითმა პალესტინელებმა, რომლებსაც ინტერნეტსა და ელექტროენერგიაზე ხანგამოშვებით მაინც მიუწვდებოდათ ხელი, სოციალური მედიის ტრენდების შესაბამისად აღუწერენ თავიანთ ყოველდღიურობას დანარჩენ მსოფლიოს, რათა როგორმე ყურადღება მიიპყრონ. ჰამადა შაქურამ ისრაელის მიერ ყველანაირი ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადის დროს მოშიმშილე ბავშვებისთვის საჭმლის მომზადება დაიწყო და ამის შესახებ ვიდეობს ისე აქვეყნებდა, როგორც სხვა ჩვეულებრივი შეფები აკეთებენ ხოლმე. 11 წლის რენადაც შეზღუდული ინგრედიენტებით აზიარებს ისეთ რეცეპტებს, რომლებიც ზოგადად ინტერნეტის მომხმარებლებს უყვართ – მარტივი და სწრაფი. იმ განსხვავებით, რომ ღაზის ბლოკადაში მყოფ პალესტინელებს უბრალოდ სხვა არაფერზე მიუწვდებათ ხელი. მეგობრები – მოჰამედი და ომარი – საერთო ვიდეოებს აქვეყნებდნენ სერიით „ჩვენი ყოველდღიური რუტინა საომარ ზონაში“. ყოველდღიურობის დეტალების გაზიარება სოციალური მედიის პოპულარული ჟანრია და ღაზელმა მეგობრებმაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იუმორის გრძობით მილიონობით ადამიანს აჩვენეს, რისი გაკეთება უწევთ, რომ ტელეფონი დატენონ, დღიური მინიმალური ულუფა ჭამონ ან სადმე ჭერქვეშ შეაფარონ თავი.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტის, შესაბამისად, ყველაზე გავლენიანი პროპაგანდისტული მანქანების, მხარდაჭერა ჰქონდა, პალესტინელებმა მოახერხეს, თავიანთი სათქმელი ახლა მაინც მიეტანათ დანარჩენ მსოფლიომდე. არადა პალესტინის ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა 1948 წლიდან – ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან იწყება. საინფორმაციო ომის პროპალესტინური განწყობებით გადახრა იმდენად შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ისრაელის ცენზურა საკმარისი აღარაა: Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ ცდილობს Meta ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პალესტინასთან დაკავშირებული მასალის დაცენზურებას და ალგორითმის ისე მუშაობას, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანის ეკრანზე აღმოჩნდეს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია. ამის შესახებ საჯაროდ ალაპარაკდნენ Meta-ს თანამშრომლებიც. შესაბამისად, როცა გვგონია, რომ ინტერნეტში ყველაფერი თავისუფლადაა განთავსებული და „სიმართლე თავად გვიპოვის“, ეს არც ისე მარტივი და ხელმისაწვდომია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის ილუზიას, რომ სიტყვის თავისუფლების და ინფორმაციული მრავალფეროვნების ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა სინამდვილეში, ინფორმაცია, რომელიც მოგვეწოდება, იმაზე მეტად დავიწროებული, დამუშავებული და გაფილტრული შეიძლება იყოს, ვიდრე ოდესმე ნებისმიერი ცენზურის დროს შეიძლებოდა ყოფილიყო.

თუმცა, ის, რის დამალვასაც ისრაელის სახელმწიფო ან მეტა შეიძლება ცდილობდეს, პალესტინელებზე უფრო მეტი მონდომებით ააშკარავებენ თვითონ ისრაელელები და ღაზაში შეჭრილი ჯარისკაცები. რამდენადაც პალესტინელებმა გამოიყენეს ინსტაგრამის ტრენდები თავიანთი გასაჭირის აღსაბეჭდად, იმდენად ისრაელელებმაც მიმართეს იმავე გზას, ოღონდ პალესტინელების დეჰუმანიზაციისა და იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ არ აღიქვამენ პალესტინელებს, არაბებს და მუსლიმებს თანასწორ ადამიანებად. ან სულაც ადამიანებად. IDF-ის ჯარისკაცები თვითონვე დაუფარავად აქვეყნებენ ომის იმ დანაშაულებს, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიან: ავრცელებენ კადრებს, თუ როგორ ცეკვავენ ღაზის ერთ-ერთი სკოლის ოკუპირების მერე კედელზე წარწერით: „კარგი არაბი – მკვდარი არაბი“. არსებობს ვიდეო, სადაც შენობის აფეთქებას „გენდერის გაცხადების“ ცნობილი ტრენდისთვისაც იყენებენ, ან კიდევ როგორ ულოცავს ჯარისკაცი თავის შვილს დაბადების დღეს შენობის აფეთქებით. ისრაელელი ჯარისკაცები კარგად იაზრებენ, რასაც სჩადიან და არათუ ამის დამალვას, არამედ მის აღბეჭდვას და საჯაროდ გავრცელებასაც თავად უწყებენ ხელს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ადამიანების დეჰუმანიზაცია, დესტრუქცია და ძალადობა იმდენად ნორმალიზებულია, რომ სოციალური მედიის ერთ ჩვეულებრივ კონტენტად იქცა.

კონტენტს აქ გამიზნული მნიშვნელობით ვიყენებ: ეს ინგლისური ბარბარიზმი, რომელიც ქართულ ენაშიც დამკვიდრდა, ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში განთავსებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციულ მასალას მიემართება. ოღონდ მას აქვს ერთი კონკრეტული მიზანი: ისევ სოციალური მედიის ენით რომ აღვწეროთ, ინგეიჯმენთი – გამოხმაურობის გამოწვევა. ფოტო, ვიდეო, ნახატი, ტექსტი, სტატია, მოთხრობა, ლექსი ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ლაიქი, შეარი, რეპოსტი დაიმსახურა. შეიარაღებული შეტაკებები, მასობრივი ძალადობა და ეთნიკური წმენდაც სწორედ ამის ნაწილად იქცა. ცალკეული ადამიანების თუ ხალხების ბედი იმის მიხედვით წყდება, თუ რამხელა ინგეიჯმენთს გამოიწვევს მათზე შექმნილი კონტენტი.

რამდენადაც უკვე აღარავისთვისაა დაფარული, თუ რას სჩადის ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ და ამის ამსახველი უამრავი ვიდეო თუ ფოტო მასალა სულ ერთი თითის ჩამოსმაზეა, იმდენად ეს ყოველივე თითქოს ჩვეულებრივი რამ გახდა. ამერიკის პრეზიდენტიც კი არ გრძნობს მცირედ უხერხულობას, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვულგარულად კოლონიალისტური ვიდეო გამოაქვეყნოს, სადაც ღაზა ტურისტულ სამოთხედააა წარმოჩენილი. როცა პირველად ხედავ სისასტიკის ამსახველ რაიმე ფაქტს, ამას „არაადამიანურს“ უწოდებ, თუმცა თუ ასეთ რამეს უკვე ყოველდღიურად ხედავ, ის ნელ-ნელა სწორედ „ადამიანური“ ხდება და ეჩვევი. ამ ფენომენზე, კონკრეტულად კი ვიზუალურად აღბეჭდილი დანაშაულებისა და შემზარევი კადრების შესახებ სიუზან ზონტაგი წერს:

„ლამის საყოველთაო გაჭირვებისა თუ უსამართლობის უმდიდრესმა ფოტოგრაფიულმა კატალოგმა კაცობრიობა სისასტიკესთან ერთგვარად გააშინაურა კიდეც, საშინელებას ჩვეულებრივის იერი შესძინა და ერთგვარი სიშორის მიუხედავად („ეს ხომ მხოლოდ ფოტოა!”) გარდაუვალობის განცდა მაინც გაამძაფრა. როცა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების პირველი ფოტოსურათები გამოჩნდა, მათში არაფერი იყო ბანალური, ოცდაათი წლის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, ერთგვარმა მოყირჭებამ იჩინა თავი. ბოლო ათწლეულებში „შეშფოთებულმა“ ფოტოგრაფიამ სინდისის გაღვიძებას თუ შეუწყო ხელი, მის მიძინებაზეც არანაკლებ „იზრუნა”. [4]

როცა ყოველდღიურად უწყვეტად მოგეწოდება ძალადობის, უსამართლობის და სისასტიკის შესახებ ინფორმაცია და განსაკუთრებით ამის ამსახველ ბევრნაირ ვიზუალურ მასალას ხედავ ისე, რომ მანამდე ბრენდული საცვლების რეკლამა შემოგხვდა, შემდეგ მოშიმშილე ბავშვების ფოტო და მერე მოცეკვავე წყვილის ვიდეო,  შესაძლოა, ემპათიას არ კარგავდე, თუმცა ნელ-ნელა იწყებ დისტანცირებას და ისე უყურებ ამ ყველაფერს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. მეტიც, მსგავსი დოზით ინფორმაციის სიჭარბე არა მხოლოდ პალესტინელების ბედთან შეგუებას იწვევს, არამედ ზოგად ფრუსტრაციას და დანებებას, რომ უბრალოდ ასეა სამყარო მოწყობილი და ვერაფერს გააწყობ.

შენიშვნები

როი, არუნდატი. უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო. მთაგმნელი თამარ ჯაფარიძე. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2022.

Kupper, Julia; Tanya Karoli Christensen, Dakota Wing, Marlon Hurt, Matthew Schumacher, and Reid Meloy. “The Contagion and Copycat Effect in Transnational Far-Right Terrorism: An Analysis of Language Evidence.” Perspectives on Terrorism 16, no. 4 (2022): 4–26. https://www.jstor.org/stable/27158149.

ირონიულია, რომ ღაზაში მოკლული პალესტინელი ჟურნალისტების რიცხვი რეკორდულია ზოგადად საომარ მოქმედებების დროს აღრიცხულ შემთხვევებს შორის.

ზონტაგი, სიუზენ. ფოტოგრაფია. თარგმნეს გია ჭუმბურიძემ და ზაზა ჭილაძემ. თბილისი: დიოგენე, 2023.

free-column-cover

დაკარგული მიწა- აკიო ფუჯიმოტო ფილმის შესახებ

ავტორი: რატი რატიანი

„როდის?“ — ეს არის კითხვა, რომელსაც პატარა ბიჭი გამუდმებით უსვამს თავის დას ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში.
როდის დასრულდება ეს გზა? როდის ექნებათ სახლი? როდის ექნებათ უსაფრთხოება?
და საბოლოოდ: როდის მიიღებს როჰინჯა ხალხი იმ ღირსებას და დაცულობას, რაც მათ ასე დიდი ხანია უარყოფილი აქვთ?

აკიო ფუჯიმოტოს Lost Land ამ ერთი სიტყვით იწყებს ყველაზე მძიმე დიალოგს — ბავშვური კითხვა იქცევა მთელი საზოგადოების კოლექტიურ თხოვნად, რომელიც ჯერაც უპასუხოდ რჩება. ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა ძმის გზაზე ბირმადან მალაიზიამდე — გზაზე, რომელიც გადის ზღვაზე, ჯუნგლებში და ბოლოს კუალა-ლუმპურის ქაოტურ სივრცეში. ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილება; ეს არის ადამიანური ღირსების, უსაფრთხოებისა და მოქალაქეობრივი სტატუსის ძიება სამყაროში, რომელიც მათ სისტემურად ართმევს იდენტობასა და მომავალს.

ფილმი არ გვთავაზობს კლასიკურ დრამატურგიულ სტრუქტურას ან სანახაობრივ კულმინაციას. მისი რიტმი ნელი და მედიტაციურია, თითქოს თავად გზის დაუსრულებლობას იმეორებს. მაყურებელი თანდათან ერთვება ბავშვების ყოფაში — მათ ყოველდღიურ თამაშებში, შიშებსა და მცირე სიხარულებში — და ამ უბრალო ჟესტების უკან იკითხება არსებობის მუდმივი საფრთხე. ამ თვალსაზრისით Lost Land ქმნის იშვიათად ჰუმანურ პერსპექტივას მიგრაციაზე: არა როგორც სტატისტიკაზე, არამედ როგორც ემოციურ და ფიზიკურ გამოცდილებაზე.

ფუჯიმოტო შეგნებულად იყენებს ხელის კამერას, ბუნებრივ განათებას და პირდაპირ ხმოვან ჩანაწერებს, რათა მაყურებელი ჩააგდოს ამ ადამიანების ყოველდღიურ რეალობაში. ეს ესთეტიკა ქმნის დოკუმენტურ განცდას — თითქოს კამერა არა მხოლოდ აკვირდება, არამედ თან სუნთქავს პერსონაჟებთან ერთად. ფილმი გვიჩვენებს, როგორ არის მიგრაცია არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ ეკონომიკური იძულება: ადამიანები იხდიან ყველაფერს — ფულს, სხეულს, თავისუფლებას — უკეთესი ცხოვრების შანსისთვის, რომელიც ხშირად ილუზიად რჩება. ამ გზაზე შრომა და ექსპლუატაცია ერთმანეთში გადადის, ხოლო ადამიანური ღირსება მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას.

რეჟისორი არ ერიდება კონტრასტებს. ახალგაზრდობის სიფაქიზე და თამაშის იმპულსი თანაარსებობს სასოწარკვეთასთან და მომავლის გაურკვევლობასთან. ამ მხრივ Lost Land ჰგავს სტუდია ჯიბლის „დაუმუშავებელ“ ვერსიას — სადაც ბავშვური ფანტაზია და სიმბოლიკა (მაგალითად, მანგო, როგორც კეთილდღეობისა და სიყვარულის მეტაფორა) ეჯახება სამყაროს სისასტიკეს. სიზმრის და კოშმარის ეს მონაცვლეობა ქმნის ფილმის ემოციურ ბირთვს და მას უნიკალურ ვიზუალურ ენას ანიჭებს.

ფილმი არ ერიდება რწმენის თემასაც. ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ხაზია ის, თუ როგორ ინარჩუნებს როჰინჯა საზოგადოება სულიერობას მაშინაც კი, როდესაც მათ ყველაფერი წართმეული აქვთ. საერთო ლოცვები, ურთიერთდახმარება და კოლექტიური იმედი იქცევა გადარჩენის ინსტრუმენტად — არა როგორც რელიგიური დოგმა, არამედ როგორც სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ფილმის მიღმა არსებული ისტორიაც ამძაფრებს მის პოლიტიკურ და მორალურ მნიშვნელობას. პროდიუსერი თავად არის როჰინჯა; მან იგივე სახიფათო გზა გაიარა, ორჯერ გაყიდეს, ერთ მომენტში გალიაში ჩაკეტეს და როგორც საგანს ისე მოექცნენ. რეჟისორმა კი თქვა, რომ ათ წელზე მეტხანს დუმდა ამ თემაზე, რადგან მასზე საუბარი ტაბუდადებული იყო — და სწორედ ამ დუმილის დანაშაულებრივმა გრძნობამ უბიძგა ამ ფილმის გადაღებისკენ. ეს არ არის გარედან მოტანილი ამბავი; ეს არის შიგნიდან ნანახი ტრავმა და კოლექტიური მეხსიერება, რომელიც კინოში გადაიქცა.

განსაკუთრებით მძიმე დეტალია ის ფაქტი, რომ ფილმში მონაწილე ორი ბავშვი ვერ დაესწრო პრემიერას, რადგან როჰინჯებს მსოფლიოში პასპორტებზე წვდომა არ აქვთ. მათი არყოფნა ეკრანის მიღმაც აგრძელებს იმავე უსამართლობის ისტორიას, რომელსაც თავად ფილმი გვიყვება. კინო აქ აღარ არის მხოლოდ თხრობა — ის ხდება პოლიტიკური დოკუმენტი იმ სტატუსის გარეშე დატოვებული ადამიანების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი სისტემა უხილავებად აქცევს.

Lost Land არ ცდილობს სიუჟეტური სიუხვით ან სანახაობით შთაბეჭდილების მოხდენას. პირიქით, მისი ძალა სწორედ სიმარტივეშია: მაყურებელი ემოციურად ებმება ამ ორ ბავშვს და მათ დაუცველ არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს შეიძლება აკლდეს ტრადიციული დრამატული განვითარება, ის ქმნის ძლიერ ემოციურ კავშირს, რომელიც მაყურებელს ბოლომდე მიჰყავს და ფიზიკურ რეაქციამდეც კი მიდის.

და ბოლოს ისევ ის კითხვა ბრუნდება:
„როდის?“
როდის ექნება ამ ხალხს ადგილი, რომელსაც სახლს დაარქმევენ?
როდის შეწყვეტს მსოფლიო მათ მიმართ დუმილს?

ფუჯიმოტოს ფილმი ამ კითხვას პასუხს არ სცემს — მაგრამ გვაიძულებს, რომ ვეღარ ავარიდოთ მას თვალი.
Lost Land არის მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი კინო — მიგრაციაზე, პრეკარიულობაზე და ადამიანურ ღირსებაზე სამყაროში, რომელიც ძალიან ხშირად არჩევს დუმილს.

free-column-cover

“თქვენ ჩვენ ვერასდროს დაგვამარცხებთ” – ჭიათურელის წერილი ციხიდან

თენგო გველესიანი

6 თვეა, დაუსაბუთებელი ბრალდებით 4 ჭიათურელი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი “ქართულმა ოცნებამ” ციხეში ჩასვა. შსს-მ ისინი 29 აპრილს დააკავა. პროკურატურა სარალიძეს და ნეფარიძეს ძალადობის ორგანიზებას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ჭუმბურიძეს და გველესიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

უკვე 9 თვეა მაღაროელები სამსახურიდან უკანონო მასობრივ დათხოვნას, ღირსებაშემლახავ სამუშაო პირობებს და ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ, პასუხისმგებლობის აღებას კი მოითხოვენ სახელმწიფოსგან, რომელსაც კომპანიაში სპეციალური მმართველი 2017 წლიდან ყავს დანიშნული. “ქართული ოცნება” არათუ პასუხისმგებლობას გაურბის, არამედ თავისი ლიდერებით ჭიათურელების გაშავების კამპანიაშია ჩართული, მათ დაქვემდებარებული მედია არხებით. ჩართული. პატიმრების წინააღმდეგ არარსებული მტკიცებულებების გამო კი სასამართლო თვეობით იწელება.

გიზიარებთ ერთ-ერთი პატიმრის, თენგო გველესიანის მიერ ციხიდან გაამოგზავნილ წერილს, რომელიც გამოქვეყნდება მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” გაზეთის ნოემბრის ნომერში:

„Black City“ ა.ი.ე.ო.უ

გამარჯობა საქართველო, უპირველეს ყოვლისა მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩემი სათქმელის მინიმუმი მაინც მივიტანო საზოგადოებამდე. ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად ავირჩევ და გამოვიყენებ იმ ფორმას, რომლითაც შედარებით გამიადვილდება ჩემივე სათქმელის გადმოცემა. ამისთვის გამოვიყენებ ჟურნალისტს, რომელიც დამეხმარება ამ წერილის დაწერაში, ანუ მე (ჭიათურელი) და ჟურნალისტი.

ჟურნალისტი: გამარჯობა, მოდი, პირველ რიგში დავიწყებ ამ ინტერვიუს თქვენი იდენტიფიკაციით.

ჭიათურელი: გამარჯობა, ზოგადად არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, თუმცა ეხლა საჭიროა და ამიტომ მინიმუმი სათქმელი უნდა გადმოგცეთ.

ვარ ჭიათურელი გველესიანი, ქართველი, დაბადებული 1989 წლის 12 ნოემბერს (ქალაქი ჭიათურა). პროფესია: ეკონომისტი (ბიზნეს ადმინისტრირება და მართვა), დაოჯახებული, ორი პრინცესას მამა. და რომ ვამბობ ორი პრინცესა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა.

მე მინდა დავიწყო ბოდიშით. ეს ბოდიში ეკუთვნის იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მე დამნაშავე ვარ, დამნაშავე ვარ იმიტომ, რომ არ ვიყავი მის გვერდით, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინა და ამისთვის ბოდიში, ლიტა. თუმცა პირობას გაძლევ, აუცილებლად ყველაფერს მოგიყვები და აუცილებლად გამოვასწორებ. მჯერა, რომ მაპატიებ. (ლიტა დაიბადა 30 ივნისს, როდესაც მე ვიყმოფებოდი ამ უკანონო პატიმრობაში). ამით ამოვწურავს თქვენს პირველ კითხვას.

ჟურნალისტი: მოგეხსენებათ, ეს გაზეთი შეიქმნა პოლიტპატიმრებისთვის და რატომ თვლით, რომ ხართ პოლიტიკური პატიმარი?!

ჭიათურელი: მინდა, რომ ამომწურავად გიპასუხოთ. ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ახლა და არც არასდროს. ყოველთვის, როდესაც მქონდა შესაძლებლობა, ვიდექი, სადაც საჭირო იყო, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დამეფიქსირებინა და გვერდში დავდგომოდი იმ ადამიანებს, რომელთაც ხმა აიმაღლეს უსამართლობაზე, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიდექი ჩემი თანამოქალაქეების, ჩემი მეგობრების, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უპირველესად, მშრომელი ადამიანების უფლებების დასაცავად.

ეხლანდელი ამ ფაქტიდან გამომდინარე ვარ პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაკავებული, თუმცა ჩემი შეხედულებით მე ვარ ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის მსხვერპლი (ამ ყველაფერზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად სხვა დროს ვისაუბრებ).

ჟურნალისტი: რას გედავებიან? რატომ ხართ დაკავებული?

ჭიათურელი: მედავებიან ადამიანის ცემას, კონკრეტულად, ჯგუფურ ძალადობას, ადამიანის, რომელიც ნანახიც კი არ მყავს. შესაბამისად, რაღაც პირადი ინტერესებიც კი ვერ მექნებოდა „დაზარალებულის“ მიმართ, რადგან „დაზარალებულს“ არ ვიცნობ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყოველივე ამ ფაქტს ვიგებ ტელევიზიიდან, კონკრეტულად „TV იმედი“-დან.

თუმცა აქაც რაღაც კომიკური ფაქტი დაფიქსირდა: პირველად მოწოდებულ ინფორმაციაში ეწერა აქციის სხვა მონაწილე პიროვნებების სახელი და გვარები, თუმცა მალევე გაიგეს, რომ ის პიროვნებები თბილისში იმყოფებოდნენ და ამიტომ ისინი ამოიღეს ბრალდებულთა სიიდან და ორი სხვა პიროვნებით ჩაგვანაცვლეს, რომლებიც ახლოსაც კი არ ვყოფილვართ ამ ინციდენტის შემთხვევის ადგილზე.

ჟურნალისტი: ამ ინტერვიუს თითქმის მთელი საქართველო ნახავს. რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი, რაც გინდათ, რომ საზოგადოებამდე მივიდეს?

ჭიათურელი: კი, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მთელი საქართველო ნახავს და სწორედ ამიტომ ვწერ თქვენთან ინტერვიუს. სასაუბრო და სათქმელი არის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა როგორც უკანონოდ დაკავებულმა პიროვნებამ, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკური ნიშნით თუ რაიმე სხვა ინტერესებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს სამშობლოში ამჟამად მრავლად სუფევს ამ სახის პრობლემები. მინდა, რომ შევეხო ამ პრობლემების მოგვარების საკვანძო და საწყის წერტილს, რომლის აღმოფხვრის გარეშე ეს ყველაფერი უბრალოდ ვერ გამოსწორდება. ამ საწყის წერტილს ქვია „სიყვარული“ და ვფიქრობ, რომ ამ გაზეთის მკითხველთათვის სიყვარულის განმარტება საჭიროებას არ მოითხოვს.

ჟურნალისტი: უცნაური პასუხია. თუ შეიძლება, ცოტა მეტი განმარტებით, რომ უფრო მეტად გასაგები გახდეს საზოგადოებისთვის.

ჭიათურელი: გასაგებია. შევეცდები უფრო კონკრეტულად გადმოგცეთ. არა მარტო ამ საქმეში, არამედ ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის, საჭირო და საწყისი წერტილი არის სიყვარული და ზუსტად ამ სიყვარულის დასაფარად და გასაგლეჯად შეგვიქმნეს პრობლემები. ამიტომ გვიჭირს ამ ეტაპზე ამ პრობლემებიდან თავის დაღწევა, მაგრამ საბედნიეროდ უფრო რთული და მძიმე პრობლემებიდან დაუღწევია ქართველ ერს თავი.

ამისთვის ეს საწყისი წერტილი კარგად უნდა გავიაზროთ … [ხელნაწერი არ იკითხება] … და ამ ყოველივედან თავის დაღწევა იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ჩემი პასუხი, მცირე პარალელს გავავლებ, თუ როგორ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

წარმოვიდგინოთ გვაწუხებს გული და ჩვენ ვმკურნალობთ ხელზე. შესაბამისად, ჩვენი მდგომარეობა უფრო რთულდება და გვიწევს ამ რაღაც „მოჯადოებულ“ წრეზე სიარული. ამიტომაც რაც უფრო დროულად დავსვამთ სწორ დიაგნოზს, მით უფრო მალე დავიწყებთ სწორ მკურნალობას, რაც, საბოლოოდ, მიგვიყვანს დროულ გამოჯანმრთელებამდე.

ჟურნალისტი: თითქოს თავს არიდებთ კონკრეტული პასუხების გაცემას. ამითაც რამის თქმა ხომ არ გსურთ? თუ როგორ გავიგოთ ეს ყოველივე?

ჭიათურელი: თავს ნამდვილად არ ვარიდებ, უბრალოდ არ მინდა, ჩემი ეს საუბარი სხვა რამე ინტერესებისთვის ვინმემ ბოროტად გამოიყენოს. ამიტომ მიწევს წითელი ხაზების გავლება, თუმცა, როდესაც მომეცემა ნორმალურად საუბრის საშუალება, აუცილებლად ამომწურავად ვისაუბრებ.

როგორც მოგეხსენებათ, ვიდექი მშრომელი ადამიანების, „მაღაროელების“, გვერდით მათი უფლებების დასაცავად. მართალია, მათ აქვთ თავიანთი საინფორმაციო წყარო სოციალურ ქსელში სახელწოდებით „მ ა ღ ა რ ო ე ლ ი“, თუმცა თანამედროვე ეპოქაში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომაც გვიწევდა სხვადასხვა ტელევიზიებთან, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, რათა ჩვენი სათქმელი მისულიყო საზოგადოებამდე.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ეს პრობლემები პრობლემად რჩება ქალაქში და დღემდე არ გადმოსცემენ საინფორმაციო წყაროები იმ ფორმით და იმ დოზით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას სჭირდება. ამიტომაც ჯერ ზუსტად მინდა დავრწმუნდე ამ გაზეთის საიმედოობაში და დაველოდები ამ ინტერვიუს გამოქვეყნებას.

ჟურნალისტი: მინდა დავაზუსტოთ, რაზე გაქვთ სასაუბრო, რაზეც ეხლა არ საუბრობთ.

ჭიათურელი: (იცინის) ეს, ჩათვალეთ, სათაურია, და არ მინდა, რომ რაღაც ზედმეტად თავს მომეხვია ეს უსამართლობა, რაც დღეს ჩემს თავს ხდება. უცნაური იქნება, რასაც ეხლა ვიტყვი, მაგრამ ესეა და ამიტომაც ვამბობ: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც რომ წვლილი შეიტანა ჩემს აქ გამოკეტვაში. მათ კიდევ უფრო კარგად დაგვანახეს იმ პიროვნებების ნამდვილი სახე, ვინც ვითომ „ჩვენს გვერდით“ იდგა და „იბრძოდა“ ჩვენთან ერთად.

ამ დიდმა უსამართლობამ კიდევ უფრო მეტად დამამეგობრა ღმერთთან, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნეს, რომ ეს გზა სწორია და აქ მხოლოდ სიმართლე გაიმარჯვებს. არც საქართველო და არც ჭიათურა (ქალაქი ზემო იმერეთში) არ შექმნილა და არ იწყება ჩვენით და მით უმეტეს არც იმ ადამიანებით, ვინც აქ ესე უსამართლოდ გამომკეტა. თუმცა დრო ყველას დაარქმევს თავის სახელს, თუ უკვე არ დაარქვა. მინდა გამოვიყენო ერთი შესანიშნავი აფორიზმი, რომელიც ჩვენს ქალაქში ძეგლის ფორმით არის:

„არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!…“

ჟურნალისტი: რა შეფასებას გაუკეთებდით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, იმ ფაქტს, რაც დღეს საქართველოში ხდება?

ჭიათურელი: ძნელია, რაიმე სათანადო სახელი მოუძებნო ამ ყველაფერს, რომ ზუსტად შეესაბამებოდეს ეხლანდელ სიტუაციას. ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ბრალი ან მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის, ეს მთლიანად ამ პოლიტიკური სპექტრის დაუდევრობაა. მათი რაღაც მახინჯი პოლიტიკის მსხვერპლია ჩვენი ქვეყანა და ქართველი ერი. თავიანთი სიბოროტით, თავიანთი უცოდნირობით რაღაც საშინელი ვირუსი შეჰყარეს ჩვენს ქვეყანას, ხო, ვირუსი, ალბათ ეს ყველაზე ზუსტად და სწორად შეესაბამება ამჟამინდელ სიტუაციას.

ჟურნალისტი: ისევ რაღაც უცნაურია თქვენი პასუხი, თუმცა ამაზე მეტს არ გკითხავთ. უბრალოდ, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, სად და როგორ ხედავთ ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებს?

ჭიათურელი: დიახ, გიპასუხებთ. მე ტყუილად არ ვახსენებ და ვადარებ ვირუსს შექმნილ სიტუაციას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სწორედ აქედან დავიწყებ: ვირუსისგან განსაკურნებლად, როგორც მედიცინაშია, ისევ ვირუსისგან აღებული შრატით თუ განგკურნავენ და სწორედ ესე უნდა მოხდეს. სხვა ნებისმიერი მცდელობა ფუჭია, და კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდება ეს ვირუსი ჩვენი ქვეყნისთვის.

უფრო დეტალებში რომ ავხსნა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ზუსტად იქ და იქიდან უნდა შეიქმნას ეს შრატი, სადაც ყველაზე მეტად მძიმე და კრიტიკულია ეს მდგომარეობა. სწორედ იქ ვიდექით მე და ჩემი თანამებრძოლები. უფრო მეტად ცხადი რომ იყოს ეს ყველაფერი, გაეცანით ჭიათურის დღევანდელ ვითარებას და ამ ქალაქში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თავისუფლებაზე მყოფ ჩვენს თანამებრძოლებს აქვთ თავიანთი საინფორმაციო წყარო სოციალურ ქსელ „facebook“-ში სახელწოდებით „მაღაროელი“ და იქიდან უფრო ზუსტად გაერკვევით, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ჟურნალისტი: იყო თუ არა თქვენს პროცესში უფრო მეტად ყურადღებაგასამახვილებელი ფაქტები და თუ შეძლებთ ამ ფაქტების გახსენებას?

ჭიათურელი: დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო. სიმართლე გითხრათ, ისეთებიც იყო, რაც ყველანაირი მორალური, ზნეობრივი ჩარჩოებიდან გადის, თანაც ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც უბრალოდ თანამდებობრივად ვალდებულნი არიან ამ ჩარჩოებს არ გასცდნენ. მაგრამ გასცდნენ კი არა, საერთოდ მორალთან კავშირშიც არ ყოფილან. კიდევ ერთხელ ავარიდებ თავს იმ კონკრეტულ ადამიანებზე საუბარს. იმედია, არც არასდროს მომიწევს მათზე საუბარი.

ეხლა იმ დადებითზე ვიტყვი, რაც ძალას გვმატებდა ამ უთანასწორო ბრძოლაში. მაშინ, როცა უხელფასოდ, საკვების გარეშე დატოვებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ამ ყველაფერს თან დაურთვეს მათი უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლება და ამ ყველაფერს ემატება ქვეყანაში გამეფებული პრობლემა  ბ ა ნ კ ი ს  ვალი და ფიქრები, რომ მალე უბრალოდ ქუჩაში დარჩენა მოუწევდათ.

სწორედ ამ დროს მოგვეცა იმ რაღაც მინიმუმის კეთების შესაძლებლობა, რა დროსაც პირველად დავინახე იმედის ნაპერწკალი მათ თვალებში. ეს იმდენად დიდი ბედნიერება იყო, დღემდე რაღაც კადრებად მომყვება, თითქოს გუშინ მოხდა და ამ ნაპერწკალს მალე დიდ ცეცხლად ვაქცევთ. ცეცხლი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მყოფ ხალხს დაანახებს იმ რეალობას, რომ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ერთობის ხელი უნდა გავუწოდოთ.

ჟურნალისტი: საინტერესოა, ესეთ დროს რა ყურადღება გამოიჩინა სახელმწიფომ?

ჭიათურელი: ყურადღება? ყურადღება ნაკლებად ერქვა იმ ყველაფერს, თუმცა იყო გამოხმაურება, რომელიც ერთი-ერთში გავდა კომპანიის ინტერესებს. მეტიც, მთელი რიგი სამინისტროები იყო ოფიციალურად ჩართული, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატიც და აქვე ვიტყვი, რომ თითქმის აქეთ დასაცავია ეს ვითომ სახალხო დამცველი.

ეხლა ისევ დავუბრუნდეთ იმ კონკრეტულად ჩართულ სამინისტროებს და ხაზს გავუსვამ: რომ ვამბობ „ჩართული“, ჩვენთან მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია, ისე მოაწყვეს და ყველამ ერთად იმ მიმართულებით წაიყვანეს ეს ვითარება, რომ ჩვენს ზურგს უკან იმ ადამიანებს დაუწყეს საუბარი (ვითომ და საუბარი), ვინც სპეციალურად შექმნა კრიტიკულად გამწვავება, საბოლოოდ რომ ეს ყოველივე მომხდარიყო. ყველამ ერთად მიიღო ღვაწლი, რომ ესე უსამართლოდ გამოგვკეტეს უკვე მეხუთე თვეა.

ამ ყველა ფაქტის შეკრებით საბოლოოდ გამოდის, რომ ყველა ჩართულია და დაკავშირებულია კომპანიასთან, რომელიც საშინლად ექცევა ქალაქს და მომუშავე ადამიანებს. კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მათი ბინძური ინტერესები, რომ რეალურად ერთნი არიან სხვა და სხვა სახელებით და ვიწრო ბინძური ინტერესებით. ესეც მათი პირდაპირი ჩართულობაა, რაც ჩანდა მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუმცა ირიბად ყველანი დაკავშირებული იყვნენ ამ პროცესთან. ერთადერთი პირდაპირი კავშირი არ ყოფილა.

მეც არანაირი შეხება არ მქონია სასამართლოსთან. თუმცა სწორედ აქ ვართ ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უდანაშაულოდ ვიმყოფები ციხეში. უკვე რაღაც ფორმით ვფლობ კონსტიტუციას, მათ შორის სისხლის სამართალსაც. შეიძლება ითქვას, აქამდე რომ მოვედით, კიდევ რაღაცნაირად ჯდებოდა კანონის უზენაესობის ჩარჩოში; შეიძლება ითქვას, რომ კანონი ჩვენს წინააღმდეგ მთელი სიმკაცრით აამუშავეს. თუმცა უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ეს ყველაფერი გასცდეს სამართლებრივ, მორალურ, ჰუმანურ ზღვარს. ეს ცუდია და საბოლოოდ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, მაგრამ ეხლა აქ ამაზე საუბარი არ მინდა.

ჟურნალისტი: უამრავი კითხვა მიჩნდება თქვენი პასუხებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ სხვა დროსაც მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი. განვაგრძოთ ეხლა იმაზე საუბარი თუ ესეთი კრიტიკული იყო მდგომარეობა, გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ დაგიჭერდნენ?

ჭიათურელი: (იცინის) რა თქმა უნდა, კი, რადგან მათი მხრიდან იყო უამრავი პროვოკაციული ფაქტი, რომლებიც პირდაპირ მიმართული იყო იმისკენ, რომ, საბოლოოდ, აქ მოვხვედრილიყავით. ამ ყველაფერს ისე ვუმკლავდებოდით, სხვა რომ ვერაფერი მოიმოქმედეს, „კაცის ცემა ჩაგვიდეს“ (იცინის).

ესეც მათ უსუსურობას უსვამს ხაზს და კიდევ ერთხელ გვანახებენ თავიანთ სახეს, თუმცა მათ ხელშია ძალაუფლება და ამით ბოროტად სარგებლობენ და, საბოლოოდ, თავიანთ „გაცვეთილ ოინს“ მიმართეს.

ჟურნალისტი: თქვენს ირგვლივ იქნებოდა ფაქტები, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში ესეთ პროცესებს თან ახლავს. ვგულისხმობ დეზინფორმაციას, პროპაგანდას, რაც თქვენი პროცესის საწინააღმდეგოდ იქნებოდა მიმართული. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

ჭიათურელი: დიახ, რა თქმა უნდა, ამ პროცესის პირველი დღიდან მიმდინარეობდა საინფორმაციო ომი. სწორედ ამიტომ ამ ინტერვიუში ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენს პროტესტს აქვს თავისი საინფორმაციო წყარო სოციალურ ქსელ facebook-ში სახელწოდებით „მ ა ღ ა რ ო ე ლ ი“ და კარგი იქნება, თუ ამ საქმით დაინტერესებული პიროვნებები აქედან მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, რაც პროპაგანდას უკავშირდება, აქაც იმდენად უსუსურები იყვნენ, რომ ყველანაირ სიბინძურეს კადრულობდნენ. ამიტომ რაღაცეებს უბრალოდ არც ვისაუბრებ და აქაც დადებითს ვიტყვი, რაც ჩვენ უფრო გვაძლიერებდა. მათ მიერ წამოწყებულ პროპაგანდას ჩვენთვის სასიკეთოდ ვიყენებდით, თუმცა ერთ ფაქტს განსაკუთრებულად გავუსვამ ხაზს:

ადამიანები ამ უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს, ქალაქი განადგურების პირასაა, რასაც უბრალოდ სიტყვაც არ შეესაბამება, რომ სწორი სახელი შეუსაბამო. ამ რეალურ პრობლემებზე ვითხოვდით სახელმწიფოს ჩართულობას, რომ გვერდში დადგომოდა მაღაროელთა პატარა, ლამაზ ქალაქს.

საბოლოოდ, მათი პროპაგანდა იყო ის, რომ ჩვენ თვალი და ენა თუ გვაქვს, თუ რეალურ პრობლემებზე ხმა ავიმაღლეთ, მათი თქმით, ვიღაც გვმართავდა, თუმცა ვისგან ვიმართებოდით ან როგორ, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ.

არ იმჩნევდნენ და არ აღიარებდნენ, რომ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდნენ და გვისმენდნენ. ვფიქრობ, რომ ამ ინტერვიუსაც გაეცნობიან და მინდა მივმართო მათ:

კი, მართლები იყავით, „ვიმართებოდით“, მაგრამ არა იქედან, თქვენი ფიქრები და აზროვნება რომ ვერ ცდება, არამედ ჩვენ ვიმართებოდით ჩვენი ოჯახებიდან, მშობლებიდან, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს, გვასწავლეს ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მათ არ უსწავლებიათ, ზურგი გვექცია გაჭირვებაში მყოფი მეგობრებისთვის, მიგვეტოვებინა და დავმალულიყავით.

ამიტომაც თქვენ ჩვენ ვერასდროს დაგვამარცხებთ. შეიძლება ბრძოლა სადღაც დავთმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გვიადვილებს საბოლოო გამარჯვებას. ამიტომ ცოტა მეტი ღირსეული ხერხებით გირჩევთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ბოლოს ჩვენი ამოსაყვანი იქნებით მაგ ფსკერიდან, საითაც თქვენ დიდი სისწრაფით მიექანებით.

ჟურნალისტი: მინდა ერთი უცნაური კითხვა დაგისვათ, რადგანაც თქვენგან ესეთ უცნაურ პასუხებს ვიღებ. ვთქვათ, მიადექით ამ პრობლემის მოგვარების საწყისს და ამოსავალ წერტილს და ამისთვის დიალოგია საჭირო, როგორ დაიწყებდით ამ დიალოგს?

ჭიათურელი: გასაგებია. ამაზე ასე არ მიფიქრია, თუმცა ჩვენ თუ სამართლიანობას ვითხოვთ და სიმართლეს ვიძახით, მაშინ ეს სიმართლე არის „ბ ო დ ი შ ი“. ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს სამშობლოს, რადგანაც მთელ რიგ ადამიანებს მივეცით და ვაძლევთ უფლებას, რომ ესეთ მდგომარეობაში არის ჩვენი ქვეყანა.

პირადად ჩემთვის, სამშობლო ჩემი დიდი ოჯახია. როდესაც ოჯახში პრობლემები სუფევს, მუშტი-კრივით, ლანძღვით ვერ დაალაგებ სიტუაციას და ვერც სხვა მეზობლის ჩარევით, რაც არ უნდა კარგი მეზობელი გვყავდეს. ვერც იმით მოაგვარებ, თუ ამ პრობლემაზე ხმამაღლა იყვირებ და იწუწუნებ. ვერც დუმილით, რა თქმა უნდა. ანუ მცდარია, ჩემი აზრით, ყველა ის გზა, თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რა ცუდი ოჯახის წევრი გვყავს და „მოდი შენ, ჩვენო მეზობელო, დაგვილაგეთ ოჯახში საქმეები“.

ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ გულწრფელი ბოდიშით და ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ. ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება ამ პრობლემებიდან თავის დაღწევაში. პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი: როდესაც მართალ საქმეს აკეთებ, რაც უფრო მძიმეა სიტუაცია, ღმერთი მით უფრო შენთან ახლოსაა. მაგრამ გაჩერებით ერთი წუთით არ უნდა გაჩერდე, რადგანაც მერე უფრო ნაკლებ დროში გიწევს მეტი და უფრო რთული საქმის კეთება.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უმჯობესია, თუ დასასრულისკენ გავალთ, მაგრამ სანამ ინტერვიუს მოვრჩებით, მინდა ერთი კითხვა თქვენც დაგისვათ, როგორც ჟურნალისტს და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ქართველს: რას იტყვით ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებზე?

ჟურნალისტი: საინტერესოა. სიმართლე გითხრათ, თქვენგან კითხვას არ მოველოდი და, შესაბამისად, არც მომზადებული გახლდით ამ კითხვისთვის, მაგრამ შევეცდები, ჩემი გულწრფელი აზრი გამოვხატო ამ კითხვის ირგვლივ.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადო იმ პატიმრებს, რომლებმაც თავიანთი თავი მედგრად და ვაჟკაცურად შესწირეს თავიანთ მიწა-წყალს და ამ შეუპოვრობის, ამ სიმართლის გამო, საბოლოოდ, უსამართლო რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები – და ახლოს ვარ პროფესიიდან გამომდინარე – ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. ვიმედოვნებ, ამ ყველაფრის დასასრული ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საწინდარი იქნება და არა – ის, რომ ისტორია „წითელი“ ასოებით დაიწერება, როგორც ახლო წარსულში უნახავს ჩვენს სამშობლოს.

კარგი იქნებოდა, თუ ჩემი კოლეგები მეტი სიზუსტით გადმოცემენ მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რადგან კრიტიკულია დღევანდელი მდგომარეობა და ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, მით უმეტეს, როდესაც ესეთი დიდი როლი გვაქვს ჟურნალისტებს მოცემულ სიტუაციაში.

რაც შეეხება ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს, წლებია ვაკვირდები ამ ქალაქში არსებულ ვითარებას და თითქმის სულ პროტესტია. აქვე მინდა გამოვყო, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ჭიათურიდან თითქმის სულ ისმის თავისუფლების ამოძახილი. თითქმის სულ ჟღერს ის რეალური პრობლემები, რაც ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა მშრომელთა უფლებების უხეში დარღვევა, გაურკვეველი ჯანდაცვა, მახინჯი საბანკო სისტემა, ეკოლოგიის კრიტიკული პრობლემები, შიდა მიგრაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დუმილი სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც მახსოვს, წლების წინ დედაქალაქში პარლამენტთანაც ისმოდა ეს ხმა და ჟღერდა ჭიათურის პრობლემები, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც პრობლემებზე ხმას ამოიღებს. რადგან სახელმწიფოს ვახსენებ, მახსოვს, წლების წინ პროტესტის ფონზე მოვიდა ადგილობრივი მერი და იმედი მქონდა, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლებოდა. ვთვლი, რომ პირველი ადგილობრივმა მთავრობამ უნდა ამოიღოს ხმა და მიაწვდინოს ინფორმაცია ცენტრალურ მთავრობას და, როგორც ვიცი, ეხლაც იგივე კანდიდატურა გყავთ, სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს მერამდენე ვადით.

რეალუად რაც ეხლა ქალაქში ხდება, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. ქალაქი ყოველ ჩამოსვლაზე დაპატარავებული მხვდება. მეტიც, ქალაქის სტატუსიც კი აღარ აქვს, მოსახლეობა უბრალოდ გარბის ქალაქიდან. ქალაქი, რომელიც უმდიდრეს წიაღისეულს მოიპოვებს, ამ ქალაქის 70 % სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონეა. ჩემ მიერ მოპოვებული ზუსტი ინფორმაციით, ბოლო წლებში რაც ქალაქიდან სიმდიდრე (მანგანუმი) გავიდა, ეს უბრალოდ ღალატია ქალაქის (ლიცენზიის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რაზეც სახელმწიფო დუმს).

რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციას, კიდევ ერთხელ გაისმა მშრომელი ხალხის თავისუფალი ხმა ჭიათურიდან და კიდევ ერთხელ გასცდა ჭიათურას და მიაკითხა ცენტრალურ მთავრობას. მაგრამ საბოლოოდ ამუშავდა იგივე ბოროტი მანქანა.

ყველამ ერთად ვნახეთ, რაც მოხდა: როგორც წინათ აღვნიშნე, ბევრი პროტესტი მინახავს ჭიათურაში, თუმცა ამ მასშტაბის – არასდროს. ეს რაღაც კანონზომიერებაა, რადგან პრობლემებიც არ ყოფილა ამ მასშტაბის. ამ პროტესტს შეუერთდა სოფელ „შუქრუთის“ მოსახლეობა, რომელიც წლებია ითხოვს სამართლიანობას, მაგრამ იქაც დუმილი სახელმწიფოს მხრიდან.

პირადად მე გული მეწვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას ამ მდგომარეობაში ვხედავ. ხალხი დაყოფილია მაშინ, როცა ამ პრობლემების სათავე სადღაც ერთი წერტილიდან მოდის. გულწრფელი ვიქნები და ავიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტი, რადგან ფაქტია, ვერ მოვახერხეთ ამ მოვლენების ადეკვატური გაშუქება, ვერ მივიტანეთ სათქმელი ფართო აუდიტორიამდე, რაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობა იყო.

და ბოლოს მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს. მე გულდასმით გავეცანი თქვენს საქმეში არსებულ მასალებს და იმ მოწმეებს, რომლებიც პირდაპირ ხელს გადებენ, მაგრამ მიზანმიმართულად აღარაფერს ვიტყვი თქვენს „თანაქალაქელებზე“. მოდი, ვთქვათ, რომ მაინც შიდა სამზარეულოა და არ ჩავერევი.

ძალიან სამარცხვინოდ მომეჩვენა იმ ორი რუსი ეროვნების ადამიანის ჩვენებები. ისე ჩანს, რომ სპეციალურად ჩვენების მისაცემად ჩამოიყვანეს წინა დღით  ო კ უ პ ა ნ ტ ი  ქვეყნიდან, რასაც აღნიშნავენ კიდეც თავიანთ ჩვენებაში, რომ კომპანიის მოწვევით ჩამოფრინდნენ და ეს ცალკე ქვეყნის სირცხვილია, თუმცა ყველაფერი აშკარაა ამ ფაქტით.

ამ ყველაფერზე ბევრია სასაუბრო, მაგრამ ეხლა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ინტერვიუს ბოლოს რაიმე თავისუფალი სათქმელი თქვით, როგორც თქვენ გსურთ, რომ ეს ინტერვიუ დასრულდეს.

ჭიათურელი: უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ მადლობით და ეს მადლობა გეკუთვნით თქვენ, რადგან მომეცით საშუალება, ეს ჩემი მინიმუმი სათქმელი გადმომეცა ფართო მასისთვის. გეთანხმებით, სასაუბრო და კითხვები არის ძალიან ბევრი. მაგრამ ყველაფერი ერთად ვერ გამოვა. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ყოველივე საკმარისად ჩავთვალოთ.

არა მგონია, რომ ეს ინტერვიუ რაიმე გადამწყვეტის მთქმელი იქნება ან რაიმე რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ადრეც მითქვამს და მისაუბრია ამ ყველაფერზე რაღაც დოზით, თუმცა ისე გამოყავდათ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენი საქმე არაა და არავინ გვეკითხება ჩვენ ამ ყველაფერს. მაგრამ მერე ისე გამოდიოდა, რომ თითოეული ეს გაჩუმება უფრო გვიღრმავებს და გვირთულებს პრობლემას. ამიტომ ვმოქმედებ ესე.

მე მინდა მივმართო ჩემს თანამებრძოლებს და ვუთხრა: ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვიდექი, როდესაც თავისუფლებაზე ვიყავი, როდესაც ამ დიდ უსამართლობას დავუპირისპირდით. ეს იყო და არის ერთადერთი სწორი გზა და ფორმა, რაც კი ჩვენს ხელთ არსებობს.

ჩვენ ვერავის მოვთხოვთ გმირობას, ვერც დავავალებთ ამას. ჩვენ შეგვიძლია სარკე ვიყოთ და თავიანთი თავი დავანახოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ საერთო ბრძოლას ზურგი აქცია.

ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რატომ, რის გამო მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ისევ და ისევ ჩვენი ვალია, მათ სწორი მხარე ვაჩვენოთ, არ გავწიროთ იმ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე, საითაც ის ბოროტი ძალები მიექანებიან.

მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან (ჩვენგან) განაწირსა…!

მე რუსთველის ქვეყნიდან ვარ!!!

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა!!!

საკანი N ???

ავტორი: თ. გველესიანი

free-column-cover

საქართველო-ისრაელის მეგობრობის მითი

ავტორი: გაბრიელ ჩუბინიძე

ქართველების ისრაელისადმი დამოკიდებულება ხშირად გადაჭარბებულად მეგობრულია. სამწუხაროდ, ბევრს ერთმანეთში ერევა ქართველი ებრაელი, ებრაელი და ისრაელის სახელმწიფო. მსგავსების მიუხედავად, ეს სამი სრულიად განსხვავებული სუბიექტია.

სწორია, როცა ამბობენ, რომ საქართველოში  ანტისემიტიზმი არასდროს ყოფილა. დიახ, მაშინ როცა მთელ ევროპაში მძვინვარებდა ანტისემიტიზმი, საქართველო ნამდვილად იყო ებრაელთათვის უსაფრთხო კუნძული. ევროპაში, არ იგულისხმება მხოლოდ ნაცისტური გერმანია, არამედ მის ფარგლებს მიღმა ქვეყნებიც, დაწყებული საფრანგეთით და დასრულებული ლატვიით. ებრაელებს ერჩოდნენ და ავიწროვებდნენ ყველგან, მაგრამ ეს ეპიზოდები ისტორიამ არ შემოინახა და დაივიწყა.

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველები განსაკუთრებული და სხვებზე აღმატებული ერი ვართ. თუმცა 19-20-ე საუკუნეებში საქართველოში სოციალური დინამიკა განსხვავებულად განვითარდა: საშუალო და მდიდარი კლასი, ვის ხელშიც კაპიტალი აღმოჩნდა, ევროპისგან განსხვავებით არა ებრაელები, არამედ სომხები აღმოჩნდნენ. ამას თან დაერთო რთული ისტორიული გამოცდილება, რამაც ორ მოძმე ერს შორის ურთიერთობა გააფუჭა. უფრო სწორედ, არმენოფობიის სახე მიიღო, რომლის შესახებაც სომხებს არც კი სმენიათ – ისე, ჩემი გამოცდილებით, არსად უყვართ ქართველები ისე, როგორც სომხეთში.

ქართულ-ებრაული მეგობრობა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ანტისემიტიზმის არარსებობით. დიახ, საბჭოთა საქართველო, იყო ერთადერთი რესპუბლიკა მთელ საბჭოთა კავშირში, რომელმაც იბრძოლა და ქართველ ებრაელებს მისცა უფლება ლეგალურად დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში – ეს უპრეცედენტო ფაქტია საბჭოთა ისტორიაში. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო ქვეყნიდან „არასანდო ელემენტების“ გაძევების შედეგი, არამედ ეს იყო პატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულების გამოხატულება.

ქართველი ებრაელების მეორე ნაწილმა, სამშობლოდ საქართველო მიიჩნია. შეიტანეს საკუთარი წვლილი სახელმწიფოს მშენებლობაში, მრავალმა შესწირა თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც, და მაშინ, 1990-იან წლებში, როცა  კახა ოქრიაშვილი, ბოროტად იყენებდა ქართველთა გასაჭირსა და ბაზარზე არსებულ დეფიციტს და 100%-იანი ფასნამატით ჰყიდდა წამლებს – „ჩაშკა“ მას უფასოდ არიგებდა.

ქართველ ებრაელს ვერ გავაიგივებთ ისრაელის სახელმწიფოსთან. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ბევრს არ ესმის. საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობები არის ორ სახელმწიფოს შორის არსებული „ჩვეულებრივი“ ურთიერთობა – ეს არ ნიშნავს უპირობო მხარდაჭერას და უპირობო მეგობრობას, რადგან ასეთი დამოკიდებულება არარაციონალურია. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ინტერესები განსაზღვრავს, და როდესაც ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, ერთი ხშირად მეორის წინააღმდეგ მოქმედებს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო-ისრაელის ურთიერთობები  ყველა მიმართულებით გაღრმავდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და ის პროპაგანდისტული იდეა, რომ საქართველო კავკასიის ისრაელი უნდა გამხდარიყო. ძლიერი, მილიტარისტული კუნძული, რომელიც ნებისმიერ აგრესორს გაუმკლავდებოდა. ამაში ცუდი არაფერია, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ პრობლემა სხვაგანაა.

ისრაელი საქართველოსთან თანამშრომლობის პარალელურად, საიდუმლოდ, რუსეთთანაც თანამშრომლობდა საქართველოს წინააღმდეგ. 2007 წელს საქართველომ ისრაელისგან 40 უპილოტო საფრენი აპარატი Hermes-450-ი შეიძინა. რამდენიმე თვეში აპარატების ნაწილი პანტა-პუნტით ცვიოდა. მხოლოდ მარტი-აპრილის პერიოდში საქართველომ 7 უპილოტო დაკარგა. ამავე დროს, ისრაელის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ისრაელს მოუწოდა შეეწყვიტა საქართველოსთვის იარაღის მიწოდება.

ვიკილიქსით გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ისრაელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობდა. კერძოდ,  ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატების კოდები რუსეთს გადასცა,  სანაცვლოდ კი ირანისთვის მიწოდებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კოდები მიიღო. დიდი ალბათობით, ისრეალმა შეაჩერა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაც [სავარაუდოდ, ზცრს Lar-160-ის რაკეტებიც, რომლებმაც წარმატებით ბომბა რუსი ოკუპანტები 2008 წელს]. სწორედ ამიტომ ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება საჭიროა იმისთვის, რათა აღარ ვიყოთ „დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს“. ეს ამბავი, ქართულ საზოგადოებაში, ჯერ კიდევ 2009 წელს გახდა ცნობილი. მაგრამ სკანდალად არ იქცა, ბოლოს და ბოლოს, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც არაფერში გამოადგებოდა ისრაელთან კონფრონტაცია. თავად ისრაელი კი კვლავ განაგრძობდა რუსეთთან საიდუმლო თანამშრომლობას, მათ შორის ტექნოლოგიების გადაცემას. ბოლოს კი მოსკოვმა ირანს S-300 ტიპის შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა.

ისრაელს საქართველოსთვის არასდროს მოუხდია ბოდიში, არც შეცდომის გამოსყიდვის მცდელობა გვინახავს. სამაგიეროდ, ყველას გვსმენია და არაერთხელ გასაჯაროებულა ისრაელის საზღვარზე, ქართველების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელსაც ეთნიკური ელფერიც დაკრავდა.

ისრაელის სახელმწიფოსთვის, და არა ქართველი ებრაელებისთვის, ქართველები თანასწორი არ არიან – ისრაელი ქართველებს საერთოდ არ თვლის „მოძმე“ ერად.  მათთვის ქართველები დაბალი რასის წარმომადგენელი, იაფი მუშახელი, ხოლო საქართველო კი ხელწამოსაკრავი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეუძლიათ გაწირონ.

ამ კონტექსტში, ქართველების ცალმხრივი მეგობრობა ისრაელისადმი რამდენიმე გარემოებით აიხსნება. ერთ-ერთ მიზეზი, როგორც აღვნიშნე, არის ქართველი ებრაელისა და ისრაელის  სახელმწიფოს ერთმანეთთან გაიგივება. მეორე მიზეზი –  ანტიისლამური სენტიმენტები და ყალბი ისტორიული პარალელია, რომ საქართველოც ისრაელის მსგავსად „მტრების“ გარემოცვაშია. პირველ მიზეზზე უკვე ვისაუბრე, აი ბოლო ორი შედეგია საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში დამკვიდრებული მითოსისა და ანტიისლამური სენტიმენტების გაღვივების.

არც ოსმალეთი და არც სპარსეთი ნამდვილად არ ყოფილან საქართველოს მეგობრები, თუმცა ორივემ უდიდესი კულტურული გავლენა იქონია საქართველოზე და ისლამი უცხო ქართველისთვის ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, ბოლო რამდენიმე საუკუნეა, საქართველოს ერთადერთი მტერი, მართლმადიდებლური რუსეთია – რაზეც  საბჭოთა ქართული ისტორიოგრაფია „რატომღაც“ დუმდა.

არც „მტრების გარემოცვაში“ ვართ: აზერბაიჯანი ჩვენი უახლოესი მეგობარი და მოძმე ხალხია. თურქეთი, ნატოს წევრი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ისრაელისგან განსხვავებით არასდროს არ შეულახავს საქართველოს სტრატეგიული ინტერესები. პირიქით, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან გვეხმარება, მათ შორის სამხედრო სფეროში. სომხეთთან გეოპოლიტიკური განსხვავებების გამო შედარებით სხვა კონტექსტია, მაგრამ სომხებს ქართველებთან  პრეტენზია არ აქვთ. პირიქით, სამივე ქვეყანას მხოლოდ კარგი სურს საქართველოსთვის – ერთადერთი მტერი მართლმადიდებლური რუსეთია.

უხეშად და მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო არ არის მტრების გარემოცვაში, ხოლო ანტიისლამური სენტიმენტები მხოლოდ საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ ჩადებული ნაღმია, რომელიც ჩვენთვის არაბუნებრივია. ისლამი საქართველოში ყოველთვის არსებობდა, გვყავს მუსლიმი ქართველებიც და ერთმანეთთან თანაცხოვრების სერიოზული პრობლემა არ გვქონია. ამიტომ ისლამოფობია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ქართული ისლამით, რომელიც ბუნებრივად შეერწყმება ქართულ ეროვნულ პროექტს. ისევე როგორც არმენოფობია, „ისლამოფობიაც“ ისტორიულ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს.

სტატიის მიზანი არ არის ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ  პოზიციის დაფიქსირება, სტატიის ავტორი მხარს უჭერს ისრაელის სახელმწიფოს და მიიჩნევს, რომ მას აქვს უფლება იარსებოს და თავი დაიცვას აგრესორებისგან, მათ შორის გაანადგუროს ირანის ატომური პროექტიც. მეორე მხრივ, პალესტინაში მიმდინარე გენოციდს არავითარი კავშირი არ აქვს  თავდაცვასთან და მითუმეტეს, არც ადამიანთა უფლებებთან. ნეთანიაჰუ ტყუილად არ გამოაცხადეს ომის დამნაშავედ (პუტინის გვერდით) და დიახ, ისრაელი პალესტინაში სჩადის მასობრივ დანაშაულს, ატარებს გენოციდურ პოლიტიკას. სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის მსხვერპლი თავად იქცა აბსოლუტურ მოძალადედ.

ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაერო და წითელი ჯვარი, ერთხმად საუბრობს, პალესტინაში  ისრაელის დანაშაულებრივი პოლიტიკის და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მასობრივი, მიზანმიმართული განადგურების შესახებ.

გაეროს მონაცემებით, 2023 წლიდან 2025 მარტამდე, ღაზაში  თითქმის 50 ათასი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 15 ათასი ბავშვი, 8 ათასი ქალი და 3,839 ხანდაზმული. 2025 წლის მაისის მონაცემებით, მოსახლეობის 12 პროცენტი (დაახლოებით 244 ათასი ადამიანი) აბსოლუტური შიმშილის ზღვარზეა, ხოლო 44 პროცენტის (დაახლოებით 925 ათასი) მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გაუგებარია მედიის გავლენით ქართულ საზოგადოებაში ისრაელის სახელმწიფოთი აღტაცება და პარალელურად, ყველაზე ავტორიტეტული და ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების უარყოფა.  გაუგებარია ისიც, რატომ აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გამოცხადებული უპირობო სიყვარული სახელმწიფოსადმი, რომელსაც საქართველოსთვის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

მახსოვს, პირველი რუსეთ-უკრაინის ომის დროს, უკრაინელებმა რუსებზე MEME შექმნეს, რომელსაც Ватя (Ватник) დაერქვა. „Ватник“-ები, ცალ ხელში არყის ბოთლით, თეთრი შავზე ყვიროდნენ „Не Верю“ – ს და საკუთარ გამოგონილ სამყაროში აგრძელებდნენ ცხოვრებას, რომელშიც მთელი მსოფლიო რუსეთს ებრძოდა და რომელშიც მხოლოდ რუსეთი იყო მართალი. რა თქმა უნდა „Ватник”-ის მაგალითი არ მიემართება მთელ საზოგადოებას, არამედ მხოლოდ მათ, ვინც ისრაელის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე იღებს ინფორმაციებს, კითხულობს, მაგრამ ამოუხსნელი მიზეზებით არ სჯერათ ფაქტების.  ეს აბსტრაქტული ლტოლვაა, რომელიც მათ აბრმავებთ და არაფრით არ განანსხვავებს მათ რუსებისგან.

ქართველ ებრაელებს ნამდვილად დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს ისტორიაში,  მაგრამ საჭიროა ქართველი ებრაელი და ისრაელის სახელმწიფო ერთმანეთისგან განვასხვაოთ. ისრაელი არ არის საქართველოს მეგობარი, არამედ რიგითი პარტნიორია, რომელიც ყველგან მხოლოდ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს არც 2000 წლოვან „ძმობას“ და არც იმას, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი იშვიათი კუნძული, სადაც ებრაელები მშვიდად ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომაც დაგვაღალატეს 2008 წელს და ამიტომაც ვერ აღგვიქვამენ თანასწორად. ცალმხრივი მეგობრობა კი ორმაგად მტკივნეული და დამანგრეველია, ხოლო ქართული საზოგადოების ნაწილის უპირობო სიყვარული ისრაელისადმი კი არარაციონალური.

free-column-cover

წერილი ჭიათურიდან

ავტორი: ლიკა ბიწაძე

ბავშვობაში მე და ჩემი მეგობრები ხშირად მივდიოდით-ხოლმე მაღაროს ტერიტორიაზე, ჩემი საცხოვრებელი ორ მაღაროს შორის იყო. ვუყურებდი ყოველ დღე ადამიანებს, რომლებიც მიდიოდნენ სამსახურში და არ იცოდნენ იქიდან ცოცხლები დაბრუნდებოდნენ, თუ არა.

დიდი გრუხუნი რომ იქნებოდა, ვფიქრობდით, რომ მაღარო ჩამოინგრა და რაიმე ცუდს გავიგებდით რომელიმე ჩვენს ახლობელზე.

2012 წლის, 2015, 2019 წლის აქციებზე უკვე 2 წლის შვილთან ერთად ვიდექი ქალაქის სადარაჯოზე. მერე იყო 2021 და 2023 წლის გაფიცვა. 2025 წელს უკვე 128-ე დღეა გარეთ ვართ თოვლში, წვიმაში, ქარში, სიცხეში.

2024 წლის 1 ნოემბერს სამუშაო პროცესი შეწყდა მაღაროებზე და ხალხი დაითხოვეს. ვიცოდით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გაჩერება და აუცილებლად რაიმე ზომები უნდა მიეღოთ ერთად.

იმავე დღიდან, საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო პროტესტში. 2 კვირის მანძილზე მოუწოდებდნენ თავის მეგობრებს, თანამშრომლებს პროტესტისკენ.

მთელი ორი კვირის მანძილზე საინიციატივო ჯგუფი ხსნიდა რამდენიმე თვეში რამხელა პრობლემის წინაშე დადგებოდა ქალაქი და მოსახლეობა, მაგრამ არავინ არ იყო მსმენელი.

ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფი 2023 წლის გაფიცვის შემდგომ შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს მაღაროელების ინტერესების დასაცავად. ამ ჯგუფში არის ყველა მაღაროს და საწარმოს თითო წარმომადგენელი – გულანთებული ბიჭები.  ქალაქზე, თანამშრომლებზე, ახლობლებზე შეყვარებულებმა დაიწყეს ბრძოლა ამ დიდი კომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც “ჯორჯიან მანგანეზი” ჰქვია. დაიწყეს ბრძოლა 2023 წლის გაფიცვის შედეგად მიღებული დაპირებების განსახორციელებლად, თავის და თანამშრომლების უფლებების დასაცავად, სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და უკეთესი მომავლის შექმნის იმედით.

მალევე ხელფასის ერთი დღის დაგვიანებაზეც კი მაღაროელები უფროსების ნაცვლად ამ ბიჭებს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, თუ რატომ დააგვიანდა ხელფასს, რატომ მოვიდა პაიკა გაფუჭებული, და ა.შ. ეს ბიჭები თითქმის ყოველ დილას დადიოდნენ მაღაროებზე. იდგნენ თანამშრომლების გვერდით, ხალხის გვერდით.

2025 წლის 28 თებერვლიდან, ხელფასების დაპირებული 60% არ დარიგდა, ხალხი გარეთ გამოვიდა და დაიწყო ნამდვილი პროტესტი.

7 მარტს უკვე სმს შეტყობინება მოუვიდა ყველა დასაქმებულს, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა და სამუშაოები მთლიანად გადავიდოდა კარიერულ მოპოვებაზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მთელი ქალაქი რჩებოდა უმუშევარი და ამასთან ერთად გადაითხრებოდა ჭიათურა.

დაიწყო ბრძოლა არა მაღაროს, არამედ ქალაქის გადასარჩენად. დრო გადიოდა, ხელფასები არ ირიცხებოდა. ხალხს ბანკებიდან ურეკავდნენ ოჯახებში. პურის ფული არ იყო, 3 თვე ვიყავით სრულ უიმედობაში.

იყო რამდენიმე დიდი აქცია. ვითხოვდით დახმარებას ყველასგან, მაგრამ არსაიდან საშველი არ ჩანდა და არც დღემდე ჩანს.

29 აპრილს კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა,  ბიჭები დაიჭირეს და ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბიჭები, რომლებიც არაფერ შუაში იყვნენ იმ შემთხვევასთან, რაც მოხდა, სრულიად უსამართლოდ ჩასვეს ციხეში. ბიჭები, რომლებიც არა თავისი პირადი ინტერესების, არამედ ყველას გამო იბრძოდნენ, სხედან  ციხეში.

ამ ბიჭებს ოჯახები ჰყავთ, არასრულწლოვანი შვილები.

თენგოს სულ ახლახან შეეძინა ქალიშვილი, თვითონ კი ციხეშია მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ქალაქი უყვარდა და მისი გადარჩენა უნდოდა.

მერაბს ლიზი ვერ ესაუბრება ტელეფონზე, რომ რეკავს ისე ენატრება მამა, ვერ ელაპარაკება, ტირილს იწყებს.

აჩიკოს გოგოც ძალიან განიცდის მამიკოსთან განშორებას.

გიორგის მშობლები განახევრდნენ.

აღარც ჩვენ ვგავართ ადამიანებს.

უკანონო პატიმრების მეგობრებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. შიმშილობა დაიწყო მერაბმაც ციხეში. სამმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი ჩემი ქმარია, პირი ამოიკერა.

შიმშილობის მე-15 დღეს ტარიელი და მირზა მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.

გუშინ, მეჩვიდმეტე დღეს კომაში ჩავარდნენ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.

არ ვიცი, რა უნდა ვქნათ მოშიმშილეების და პატიმრების ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკვე 4 თვეა გარეთ ვართ და მათ წამებას ვუყურებთ.

ამასობაში რამდენიმე კვირაა, მაღაროებში მუშაობაა განახლდა და მაღაროელების დიდმა ნაწილმა მოაწერა ხელი რეორგანიზაციის უკანონო დოკუმენტს, რომ მუშაობა და ხელფასის აღება შესძლებოდათ.

მაგრამ მინდა იმავე ხალხს დავუსვა კითხვა, ვის ხარჯზე შედიხართ ხალხო მაღაროში, 4 პატიმრის და 7 მოშიმშილის ხარჯზე?!

მე ვიცი და მესმის, რომ ეკონომიკურად და სოციალურად ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ სხვა გზა აღარ გქონდათ, წახვედით მოაწერეთ ხელი და შეხვედით მაღაროში.

ისიც ვიცი, რომ ჩვენ გვპირდებოდნენ, უდანაშაულო ბიჭებს მალევე გამოვუშვებთო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ადამიანები, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კარავში სიცოცხლეს გაწირვა და შიმშილობა გამოაცხადეს.

შეგიძლიათ გვერდი აუაროთ მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფ ტარიელს, მირზას, მერაბს, ხალხს ვინც სამსახური დაგიბრუნათ?

შეგიძლიათ, თქვენს შვილებს თვალებში უყუროთ, როცა თენგოს, მერაბის, აჩიკოს შვილები მამის მონატრებით ვერ იძინებენ?!

ხალხო, როდის დავკარგეთ ასე ადამიანობა, ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა?!

ნუთუ, ერთმანეთის შეხვედრისას ასე უნდა გვრცხვენოდეს?

ძალა ყოველთვის ერთობაშია და ყველაფერი, რასაც ვაღწევდით, იყო და მჯერა, იქნება ერთობით.

თქვენი ერთი სწორი ნაბიჯი შეცვლის იმ მწარე რეალობას, სადაც ახლა ყველა ერთად ვართ.

კარგი ამბავი გვაქვს, მაღაროელებმა დამოუკიდებელი პროფკავშირი დაარეგისტრირეს და 500 წევრი უკვე ჰყავს პროფკავშირს.

ახლა ბრძოლის დროა. თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ იმისთვის, რომ გქონდეთ ღირსეული სამსახური, ღირსეული შრომითი პირობები,  ღირსეული ანაზღაურება!

ეს მთავარი ბრძოლაა!

free-column-cover

პალესტინის საკითხი და სისტემური ჩაგვრა

ავტორი: კოტე გაბულდანი

პალესტინის საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და მწვავე გეოპოლიტიკურ კონფლიქტს თანამედროვე სამყაროში. ის სცდება ტერიტორიული დავის ფარგლებს და ეფუძნება კოლონიური და იმპერიული პოლიტიკის საუკუნოვან მემკვიდრეობას. ისრაელის სახელმწიფოს მიერ პალესტინელი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული პოლიტიკა   ხშირად ფასდება, როგორც ეთნიკური წმენდა და აპართეიდი.

1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას თან ახლდა ე.წ. “ნაქბა” (არაბულად: “კატასტროფა”) – პროცესი, რომლის შედეგადაც 700,000-ზე მეტი პალესტინელი იძულებით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.

სიონისტურმა ძალებმა დაიკავეს ისტორიული პალესტინის 78 პროცენტზე მეტი, ეთნიკურად გაწმინდეს და გაანადგურეს დაახლოებით 530 სოფელი და ქალაქი, მოკლეს დაახლოებით 15.000 პალესტინელი.[1]

ბრიტანული მანდატის პერიოდის დასრულების შემდეგ, სიონისტურმა მოძრაობამ მიზნად დაისახა ებრაული სახელმწიფო ჰომოგენური მოსახლეობით, რაც ნიშნავდა ადგილობრივი არაბული მოსახლეობის გადასახლებას. ეს ისტორიული ძალადობა დღემდე განსაზღვრავს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობას.

1967 წლის შემდეგ, “ექვსდღიანი ომის” შედეგად, ისრაელმა დაიკავა დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზა. ეს ტერიტორიები დღესაც ითვლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით ოკუპირებულად.

ისრაელის მიერ შექმნილი მდგომარეობა მოიცავს: მუდმივ სამხედრო საკონტროლო პუნქტებს (checkpoint); თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას; პალესტინელების სახლ-კარის ჩხრეკას; ბავშვებისა და მოზარდების თვითნებურ დაკავებებს; მიწის კონფისკაციას ებრაული დასახლებებისთვის.

2021 წელს Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით: „A Threshold Crossed”, რომლის თანახმადაც:

“ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკა წარმოადგენს აპართეიდსა და დევნას. პალესტინელებს სისტემურად ართმევენ უფლებებს ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე.”[2]

2007 წელს ჰამასის მიერ ღაზას კონტროლის აღების შემდეგ, ისრაელი და ეგვიპტე რეგიონს უწესებენ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბლოკადას. ღაზას მოსახლეობას არ აქვთ წვდომა საკვებზე, მედიკამენტებზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე. ამ ბლოკადას გაერო აფასებს, როგორც კოლექტიური დასჯის ფორმას, რაც საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევაა.

2023-2025 წლებში ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა ღაზაში ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 2025 წლის მაისის მონაცემებით, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) და პალესტინის ჯანმრთელობის სამინისტროს მიხედვით, ისრაელის სამხედრო კამპანიების შედეგად ღაზაში დაღუპულია 35,000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 14,500 ბავშვი და 9,000 ქალი.[3]

ისრაელის კანონმდებლობა, განსაკუთრებით, 2018 წლის “ეროვნული სახელმწიფოს შესახებ კანონი,” განსაზღვრავს ისრაელს, როგორც მხოლოდ ებრაელი ხალხის სამშობლოს. არაებრაელ მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პასპორტი აქვთ, ართმევენ მიწის ფლობის, განათლების, ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობის და სხვა ძირითად უფლებებს.

მიუხედავად დოკუმენტირებული უფლებადარღვევებისა, დასავლური ქვეყნების დიდი ნაწილი თავს არიდებს მკაცრ პოლიტიკურ შეფასებებს. აშშ, როგორც ისრაელის მთავარი სამხედრო და ფინანსური მხარდამჭერი, ვეტოს ადებს გაეროს რეზოლუციებს, რაც აძლიერებს დაუსჯელობის განცდას.

პალესტინის საკითხი უნდა იქნეს დანახული არა როგორც თანასწორი მხარეების კონფლიქტი, არამედ როგორც უთანასწორო ძალაუფლებრივ ურთიერთობათა სისტემა, სადაც ერთი სახელმწიფო – ისრაელი – ახორციელებს კოლონიალურ, ოკუპაციურ და რასისტულ პოლიტიკას მეორის – პალესტინის – მიმართ. სისტემური ჩაგვრა მჭიდროდ არის ჩაწერილი ისრაელის სამართლებრივ, სამხედრო და იდეოლოგიურ სტრუქტურებში.

სოლიდარობა პალესტინის მიმართ არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური და ჰუმანიტარული აუცილებლობა, რადგან ის ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ძალადობის, რასიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

შენიშვნები:

[1] https://www.aljazeera.com/news/2023/5/15/the-nakba-five-palestinian-towns-massacred-75-years-ago

[2]  https://www.hrw.org/report/2021/04/27/threshold-crossed

[3] https://reliefweb.int/report/occupied-palestinian-territory/hostilities-gaza-strip-and-israel-flash-update-144-may-2025-ocha

Loading more free columns